ჩვენი ოთხფეხა მეგობრები

გილოცავთ, პირველი ხარ! ატვირთე ფოტო

National Geographic Magazine - საქართველო და კომპანია „სილქნეტი“ წარმოგიდგენთ
Your Shot - ფოტოკონკურსს სახელწოდებით „ჩვენი ოთხფეხა მეგობრები“. 

ძაღლი ადამიანის უძველესი და ყველაზე ერთგული მეგობარია. ეს მეგობრობა ათასწლეულებს ითვლის და ყოველდღიურად უამრავ განსაკუთრებულ ისტორიას ქმნის.  National Geographic Magazine - საქართველო გიწვევთ კონკურსში, რომელიც ადამიანის და ძაღლის ამ უნიკალურ მეგობრობას ეძღვნება. გაგვიზიარეთ თქვენი ოთხფეხა მეგობრის ფოტო სახალისო, მოულოდნელი ან უბრალოდ თქვენთვის დაუვიწყარი, ისეთი, რომელიც ამბავს მოყვება და ფოტოს დანახვისას ემოციას გამოიწვევს.  არ აქვს მნიშვნელობა, პროფესიონალი ფოტოგრაფი ხართ თუ მოყვარული*, მთავარია, თქვენი ფოტო მეგობრობის ნამდვილ ამბავს გვიყვებოდეს. 

გვაჩვენეთ თქვენი მეგობრობა ობიექტივთან და ამ ობიექტივში თქვენი საუკეთესო მეგობარი.

 

გამოგზავნეთ ფოტოები, სადაც ასახაული იქნება:

1. მეგობრობა ერთ კადრში

2.დაუვიწყარი მომენტი

3.თავგადასავლები ერთად

4.ხასიათი ერთ კადრში

5.განსაკუთრებული ისტორია

რედაქცია ყოველკვირეულად გამოარჩევს 6 ფოტოს რომელიც სოციალურ მედიაში აიტვირთება.

გადაუღე ფოტო შენ ოთხფეხა მეგობარს, გამოგვიგზავნე კადრი და გახდი Your Shot საქართველოს სამეგობროს წევრი.

*კონკურსში მიიღება მობილური ტელეფონით გადაღებული კადრებიც.

კონკურსის პირობები: მიმდინარე წლის 5 ნოემბრიდან - 5 დეკემბრამდე თითოეულ მონაწილეს 3 ფოტოს ატვირთვის საშუალება მიეცემა.

ხალხის რჩეული გამოვლინდება 5 დეკემბერის მონაცემებით.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 7 დეკემბერს.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული:

I ადგილს გამოავლენს ქართული რედაქცია, არტრედაქტოირი და რედაქტორი. პრიზი

II ადგილს  - სპონსორი/სილქნეტი. პრიზი 

III ადგილის მფლობელი გამოავლინდება ხალხის ხმებით.  პრიზი

პროექტი ხორციელდება: National Geographic საქართველოს მიერ, კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით.

დაინტერესებული პირები გთხოვთ, გაეცნოთ კონკურსის წესებს