ჩვენი ფრთოსანი მეგობრები
Yourshot საქართველო წარმოგიდგენთ “ფოტოსინთეზს” თემით „ჩვენი ფრთოსანი მეგობრები“
2018 წელი National Geographic-მა ფრინველის წლად გამოაცხადა. ჩვენ მთელი წლის განმავლობაში მოგითხრობთ იმ საოცარი არსებების შესახებ, რომლებიც, როგორც National Geographic-ის ერთ-ერთი ავტორი, ჯონათან ფრენცენი ამბობს “ჩვენი უკანასკნელი, საუკეთესო კავშირია გარესამყაროსთან, რომელიც ნელ-ნელა ქრება.“ – გარემოს ცვლილება და ტექნოლოგიური პროგრესი ფრინველების სახეობების სავალალო გაქრობას იწვევს.
National Geographic საქართველოს და გარემოს დაცვითი ორგანიზაცია CENN-ის სურვილია მიაპყროს თქვენი მზერა ფრინველებს, აიღეთ ფოტოაპარატი და გადაიღეთ ისინი, გაგვიზიარეთ თქვენი კადრები და გახდით Yourshot საქართველოს სამეგობროს წევრი.
- აღნიშნული ფოტოკონკურსი მიმდინარეობდა Yourshot საქართველოს ძველ ვებ-გვერდზე. ახალ ვებ-გვერდზე მოხერხდა მხოლოდ გამარჯვებული კადრების და რჩეული ფოტოების გადმოტანა.
რჩეული კადრები
ვადები: კონკურსი დაიწყება მიმდინარე წლის 16 ივნისს და დასრულდება 31 დეკემბერს, ხალხის რჩეულს გამოვავლენთ 2019 წლის 15 იანვრის მონაცემებით.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 2019 წლის 21 იანვარს. ამავე დღეს მოეწყობა რჩეული ფოტოების გამოფენა.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული:
I – ადგილს გამოავლენს ჟური, რომელიც დაკომპლექტებულია National Geographic-ის სათაო ოფისისა და National Geographic საქართველოს წარმომადგენლებით. პრიზი 1000 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად. I ადგილის მფლობელი კადრი დაიბეჭდება National Geographic საქართველოს ჟურნალში.
II – ადგილი – ამერიკელი და ქართველი არტ–რედაქტორების რჩეული. პრიზი 800 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად. II ადგილის მფლობელი კადრი დაიბეჭდება National Geographic საქართველოს ჟურნალში.
III – ადგილი გამოვლინდება ჟიურის მიერ ხალხის სიმპათიის გათვალისწინებით. პრიზი 600 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად.
კონკურსი ტარდება National Geographic საქართველოს და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ფოტოკონკურსის მხარდამჭერია ავსტრიის თანამშრომლობა განვითრებისთვის (ADC), საქართველოს ეროვნული მუზეუმი და კომპანია „სილქნეტი“.
პროექტი “ფოტოკიდობანი” 1995 წელს დაიწყო და მიზნად ისახავს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების გადარჩენას ფოტოგრაფიის ძალით. ფოტოგრაფმა ჯოელ სარტორემ ამ ხნის განმავლობაში უკვე გადაიღო ველური ბუნების 8000 წარმომადგენელი. ჩვენი ფოტოკუნკურსის ბანერებზე წარმოდგენილი ფრინველები სწორედ “ფოტოკიდობანიდან” არიან. დეტალურად ამ პროექტის შესახებ ამ ბმულზე გადასვლით გაიგებთ: PhotoArk