National Geographic-ი შთაგვაგონებს ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე!
National Geographic-ი მსოფიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალია, რომელიც 1888 წლიდან გამოდის. იგი იბეჭდება 36 ენაზე და 100-ზე მეტ ქვეყანაში ვრცელდება. National Geographic-ს მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 100 მილიონი მკითხველი ყავს.
National Geographic ქართულ ენაზე 2012 წლიდან კომპანია „სილნქტის“ მხარდაჭერით გამოდის. ჟურნალის დამფუძნებელია გიორგი რამიშვილი. ჟურნალის სამეცნიერო საბჭოს წევრები არიან პროფ. დავით ლორთქიფანიძე, პროფ. ზაზა კოკაია, პროფ. დავით ფრანგიშვილი და პროფ. გია დვალი.
ჟურნალ National Geographic საქართველოს პირველივე დღიდან აღებული აქვს განათლებისა და ცოდნის გავრცელების პასუხისმგებლობა. ავრცელებს და ხელმისაწვდომს ხდის მსოფლიოში მიმდინარე ყველა მნიშნველოვანი, ფუნდამენტური მოვლენის შესახებ სანდო ინფორამციას ქართულ ენაზე.
კომპანია „სილქნეტის“ ინიციატივით ჟურნალი უსასყიდლოდ გადაეცემა სკოლებს, უმაღლეს სასწავლებლებს, საგანმანათლებლო პროექტების მონაწილეებს, პენიტენციალურ სისტემას, ოკუპირებულ ზოლთან ახლომდებარე სასწავლებლებს და სხვ.
ჟურნალის ძირითადი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნებისმიერი საბუნებისმეტყველო, ისტორიული თუ სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების, აგრეთვე ტექნოლოგიების სფეროებში. “National Geographic საქართველო” უმაღლესი დონის ფოტოგრაფიის თანხლებით სახალისოდ მოგითხრობთ ძალიან საინტერესო ამბებს ისეთი სფეროებიდან როგორიცაა, ისტორია, არქეოლოგია, ანთროპოლოგია, ეთნოგრაფია, რელიგიათმცოდნეობა, ახალი ტექნოლოგიები, მედიცინა, ბიოლოგია, ფიზიკა, ასტრონომია, ასტროფიზიკა, გეოგრაფია, მეტეოროლოგია, კლიმატი, გეოლოგია, ველური ბუნება და არქიტექტურა. ჟურნალის მიერ გაშუქებულ ყველა თემას „ზურგს უმაგრებს“ აკადემიური ცოდნა.
2018 წლიდან GIZ-ის პროგრამასთან “ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში” თანამშრომლობის ფარგლებში “ენჯი საქართველოს (NG Georgia)” საშუალება მიეცა 37 ადგილობრივ გამოცემათაგან პირველს შეექმნა ვებ-პლათფორმა და განეხორციელებინა ფოტოკონკურსი Yourshot საქართველო, რომელიც წარმოადგენს National Geogrpahic-ის საერთაშორისო ფოტოკონკურსის ადგილობრივ ვერსიას და მიზნად ისახავს საქართველოში, როგორც პროფესიონალი ფოტოგრაფების, ასევე მათ წახალისებას, ვისაც ფოტოგრაფია აინტერესებს და უყვარს.
ჩვენ გვინდა მოგცეთ შემოქმედებითი უნარის გამოვლენის, ექსპერიმენტების ჩატარების, საკუთარი თავის გამოხატვისა თუ თქვენი თვალით დანახული სამყაროს სხვებისთვის გაზიარების საშუალება.