ჩვენი სურვილია, წავახალისოთ როგორც პროფესიონალი ფოტოგრაფები, ასევე ისინი, ვისაც ფოტოგრაფია აინტერესებს და უყვარს. გვინდა მოგცეთ თქვენი შემოქმედებითი უნარის გამოვლენის საშუალება – ჩაატარეთ ექსპერიმენტები, გამოხატეთ საკუთარი თავი, დაგვანახეთ თქვენი თვალით დანახული სამყარო. ჩვენ გპირდებით, რომ გულდასმით დავათვალიერებთ თითოეულ ფოტოს და გაგიზიარებთ გამოცდილებას. ჩვენი თხოვნაა, რომ ფოტოები მაქსიმალურად ახლოს იყოს თქვენს პირად ხედვასთან – გვაჩვენეთ გარესამყარო ისეთი როგორადაც მას თქვენ აღიქვამთ. თუკი აუცილებლობა მოითხოვს მინიმალურად დაამუშავეთ ფოტო, რადგან ჩვენი სურვილია ვნახოთ თქვენი კადრი – თქვენი თვალით დანახული სამყარო და არა, რედაქტირების ინსტრუმენტების გამოყენებით შექმნილი ფოტოსურათი, რომელსაც საბოლოო ჯამში ხშირად საერთო აღარაფერი აქვს ხოლმე ჭეშმარიტ ფოტოგრაფიასთან. თუ მცირედ, მაგრამ მაინც დაგჭირდათ რედაქტორება, გთხოვთ, აღწერაში მიუთითოთ კადრში შეტანილი ცვლილებები.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თითოეულ კონკურსში 3 კადრის ატვირთვის საშუალება მოგეცემათ. სამუშაო დღეებში საღამოს 6 საათამდე ატვირთულ კადრებს განვიხილავთ და გამოვაქვეყნებთ იმავე დღეს; 6 საათის შემდეგ ატვირთულებს მომდევნო დღის განმავლობაში, ხოლო შაბათ-კვირას ატვირთულ ფოტოებს ორშაბათს.
თუ, ამ ვადებში თქვენი ფოტო არ გამოვაქვეყნეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ვერ დააკმაყოფილა ფოტოკონკურსი Yourshot საქართველოს მოთხოვნები. გამოუქვეყნებელი კადრები წაიშლება გვერდიდან იმ კონკრეტული კონკურსის დასრულების შემდეგ, სადაც კადრი ატვირთული იყო.
ზემოთ მოცემულ რეჟიმში შეგვიძლია თქვენთან კომუნიკაციაც, იქნება ეს წერილობით, facebook-ზე, თუ აქ – online დახმარების ფანჯარაში.ფოტოების გამოქვეყნების თარიღთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული წესები მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე კონკრეტული ფოტოკონკურსის აღწერაში სხვანაირად არ არის მითითებული. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ იმ ფოტოკონკურსის აღწერას (დავალებას), რომელში მონაწილეობასაც აპირებთ.
გაითვალისწინეთ რამდენიმე მთავარი პრინციპი:
- ეთიკა – National Geographic-ისთვის მნიშვნელოვანია ე.წ. “ეთიკური ფოტოგრაფიის” პრინციპების დაცვა, რაც კულტურის, ეკოსისტემებისა და ველური სამყაროს ზუსტ ასახვას გულისხმობს, თუმცა, ადამიანი, ნებისმიერი ცოცხალი არსება და გარემო პირველ ადგილზე დგას – მარტივად რომ ვთქვათ – ნუ გამოიყენებთ ბოროტად სუბიექტსა და გარემოს თქვენთვის სასურველი კადრის მისაღებად.
- ავტორის ვინაობა – გთხოვთ, რეგისტრაციისას თქვენი სახელი და გვარი მიუთითოთ სრულად და ქართულად. იმ შემთხვევაში, თუ გსურთ ზედმეტსახელის მითითებაც, ჩაწერეთ ის, სახელისა და გვარის გვერდით ფრჩხილებში.
- ფოტომინაწერი – აუცილებელია, რომ ფოტოს თან ერთვოდეს სრული და ზუსტი აღწერილობა: სათაური არ უნდა აღემატებოდეს 3 სიტყვას; ველში “ატრიბუტი” მიუთითეთ რა აპარატით არის გადაღებული კარდი (და სხვა ტექნიკური მახასიათებლები საჭიროების შემთხვევაში); აღწერაში მიუთითეთ სად არის გადაღებული კადრი (რომელ ქალაქში, ქვეყანაში) და აღწერეთ ამ კადრის თქვენეული ხედვა, (მაქსიმუმ 50 სიტყვა). აღწერა უნდა ასახავდეს სიმართლეს და გადმოსცემდეს ფოტოს მიღმა არსებულ ამბავს, რაც სანდოობის ზრდასთან ერთად, გაზრდის მაყურებლის ჩართულობას. ფოტო, რამდენად კარგიც უნდა იყოს ის, არ გამოქვეყნდება, თუ არ პასუხობს საკონკურსო დავალებას.
- ფორმატი – სურათი უნდა იყოს JPEG ფორმატში (.jpg ან .jpeg), მინიმუმ 1,600 პიქსელი, ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 5 მეგაბაიტს.
- კლონირება (Cloning) – დაუშვებელია.
- შავ–თეთრი ფოტოგრაფია – ფერადი ფოტოების გაშავ-თეთრება დასაშვებია.
- კადრირება (Cropping) – დასაშვებია, თუმცა რა თქმა უნდა აჯობებს თუკი კომპოზიციას თავიდანვე სწორად ააგებთ და გადაიღებთ.
- გამუქება და გაღიავება (Burning and Dodging) – გამოსახულების ამა თუ იმ ნაწილის გაღიავება ან გამუქება შესაძლებელია მინიმალურად. Digital darkroom techniques-ის გამოყენებისას თქვენი მიზანი მხოლოდ გამოსახულების ტონალური დიაპაზონისა და ფერთა ბალანსის მცირედი ცვლილებაა ისე, რომ კადრი მაქსიმალურად ჰგავდეს თქვენ მიერ ნანახს და ასახავდეს სცენის განწყობას.
- რამდენიმე კადრისგან შემდგარი პანორამა (Stitched Panoramas) – დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა ყველა ფრაგმენტი გადაღებულია დროის ერთ მონაკვეთში, ნუ შექმნით პანორამას სხვადასხვა დროს გადაღებული კადრებით, ნუ შეცვლით დაამატებთ ისეთ დეტალს, რომელიც თქვენს მიერ ნანახ სცენაში არ იყო. თუ თქვენი ფოტო რამდენიმე კადრისგანაა აწყობილი, გთხოვთ, მიუთითოთ ეს აღწერაში.
- შედგენილი (Composite) ან HDRI კადრი – მსგავსი კადრების კონკურსზე წარდგენა შესაძლებელია მაშინ, როცა კომბინირებული ნაწილები გადაღებულია დროის ერთ მონაკვეთში. ნუ წარმოადგენთ ფოტოებს, სადაც ნაჩვენებია ცა მზის ამოსვლისას და წინა პლანი შუა დღისას.
- ფილტრები – ფილტრების გამოყენება დასაშვებია. გთხოვთ, აღწერაში მიუთითოთ ფილტრების ან ტექნიკის შესახებ, რომელიც გამოიყენეთ. ფილტრი გამოიყენეთ სურვილისამებრ, თუმცა ფრთხილად იყავით – თუ გადააჭარბებთ, შესაძლოა ფოტო ანიმაციურს (cartoonish) დაემსგავსოს.
- წყლის ნიშანი (watermark) – ფოტო საიტზე ქვეყნდება ავტორის ვინაობისა და პროფილის ბმულის მითითებით, ამიტომ წყლის ნიშნის გამოყენება საჭირო არ არის. დასაშვებია ფოტოს ქვედა კუთხეში პატარა წყლის ნიშნის დატანა, თუმცა არასასურველი. ასევე, დაუშვებელია ფოტოზე თარიღის, დროის და სხვა ავტომატური ციფრული ინფორმაციის დატანა.
- შეუსაბამო შინაარსი – ნებისმიერი კადრი, რომელიც არღვევს National Geographic-ის წესდებას, არის შეუფერებელი, შეურაცხმყოფელი, პორნოგრაფიული შინაარსის, ატარებს სიძულვილის ენას ან/და არღვევს ვინმეს საავტორო უფლებას წაიშლება გვერდიდან.
- გთხოვთ გაითვალისწინოთ – National Geographic – საქართველო იტოვებს უფლებას, გამოაქვეყნოს ისინი ბეჭდვითი და ელექტრონული სახით ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მატარებელზე (ჟურნალი, ვებსაიტი, სოციალური ქსელები, სარეკლამო და საგანმანათლებლო მასალები), ფოტოებზე დამკვეთის ლოგოს განთავსებით და ფოტოგრაფების აუცილებელი მითითებით, ასევე უსასყიდლოდ გადასცეს National Geographic-ის პარტნიორებს ნებისმიერი ფორმით გამოსაქვეყნებლად.
- გთხოვთ გაითვალისწინოთ – ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება მესამე პირის მიერ National Geographic Magazine – საქართველოს ნებართვის გარეშე აკრძალულია.
- გთხოვთ გაითვალისწინოთ – ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრაციითა და კონკურსში ფოტოს გამოქვეყნებით თქვენ ეთანხმებით ფოტოკონკურს Yourshot საქართველოს წესებსა და პირობებს.