აღმოაჩინე სიცოცხლე შენ გარშემო

გადატვირთულ ქალაქებში ხშირად ჩვენ გარშემო არსებული სიცოცხლე თვალისთვის შეუმჩენეველი რჩება და ბიომრავალფეროვნების ხსენებისას, როგორც წესი, ველური ბუნება გვახსენდება. მზარდი ურბანიზაციის გამო ცოცხალ ბუნებას მართლაც სულ უფრო და უფრო უჭირს დიდ ქალაქებში, თუმცა ის მაინც არსებობს, არსებობს ყველგან და თუკი მოვინდომებთ მის დანახვასაც შევძლებთ.

22 მაისი მსოფლიო ბიომრავალფეროვნების დღეა. National Geographic საქართველო წელს ამ დღის აღნიშვნას ურბანული ბიომრავალფეროვნების ამსახველი ფოტოგამოფენით აპირებს, გამოფენაზე კი გვინდა თქვენი კადრები წარმოვადგინოთ.

აიღე ფოტოაპარატი და გადაიღე შენს გარშემო არსებული სიცოცხლე – მცენარეები, ფრინველები, მწერები – ყველაფერი, რაც ფიქრობ, ურბანულ გარემოში ცოცხალი ბუნების არსებობას ადასტურებს.
გამოგვიგზავნე შენი კადრი და გახდი Yourshot საქართველოს სამეგობროს წევრი.

  • აღნიშნული ფოტოკონკურსი მიმდინარეობდა Yourshot საქართველოს ძველ ვებ-გვერდზე. ახალ ვებ-გვერდზე მოხერხდა მხოლოდ გამარჯვებული კადრების და რჩეული ფოტოების გადმოტანა.

I ნიკა ფაილოძე

"თავისუფალი ცურვა"

II დავით თაბაგარი

"ბუნების გამარჯვება"

III ლაშა ფირცხალაიშვილი

"Bagabum"

რჩეული კადრები

ვადები: კონკურსი დაიწყება მიმდინარე წლის 23 აპრილს და დასრულდება 14 მაისს, ხალხის რჩეულს გამოვავლენთ 18 მაისის მონაცემებით.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 22 მაისს ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს. ამავე დღეს მოეწყობა რჩეული ფოტოების გამოფენა.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული:

I – ადგილს გამოავლენს ჟური, რომელიც დაკომპლექტებულია National Geographic-ის სათაო ოფისისა და National Geographic საქართველოს წარმომადგენლებით. პრიზი 1000 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად.
II – ადგილი – ამერიკელი და ქართველი არტ-რედაქტორების რჩეული. პრიზი 800 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად.
III – ხალხის რჩეული. პრიზი 600 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად.

კონკურსი ტარდება National Geographic საქართველოს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით.