მაკროფოტოგრაფია ფოტოგრაფიის ერთ-ერთი პოპულარული მიმდინარეობაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ჩვენ გარშემო არსებული სამყარო ძალიან ბევრჯერ მოვაახლოოთ კადრში და ისეთი დეტალები დავინახოთ, რომელთა დანახვაც შეუიარაღებლი თვალით თითქმის შეუძლებელია. მაკროობიექტივი ასევე პაწაწინა საგნებისა თუ არსებების ფოტოზე აღბეჭდვისა და დეტალურად დათვალიერების საშუალებას გვაძლევს, მაგალითად ყვავილის გულის ან რომელიმე პატარა მწერის. ხშირად დაჯერებაც გვიჭირს, რომ ეს საოცარი "ორნამენტები", ფერები თუ ნახატები, რომელთაც მარკოფოტოებზე ვხედავთ, ნამდვიალდ არსებობს და აღფრთოვანებას იწვევს იმაზე ფიქრი, რომ ბუნება მაკროსკოპულ მასშტაბებშიც ასეთ ვირტუოზულ შედევრებს ქმნის.
ასე რომ, გამოგვიგზავნეთ თქვენი მაკროკადრები, დაგვანახეთ ჩვენს გარშემო არსებული უხილავი სამყარო!
გამოგვიგზავნე შენი კადრი და გახდი Yourshot საქართველოს სამეგობროს წევრი.
კონკურსის პირობები: 31 მაისიდან 23 ივნისამდე. თითოეულ მონაწილეს 3 ფოტოს ატვირთვის საშუალება მიეცემა.
ხალხის რჩეული გამოვლინდება 23 ივნისის მონაცემებით.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 5 ივლისს. ამავე დღეს მოეწყობა რჩეული ფოტოების გამოფენა.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული:
I - ადგილს გამოავლენს ჟური, რომელიც დაკომპლექტებულია National Geographic-ის სათაო ოფისისა და National Geographic საქართველოს წარმომადგენლებით. პრიზი 990 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად. I ადგილის მფლობელი კადრი დაიბეჭდება ჟურნალში National Geographic საქართველო.
II - ადგილი - ამერიკელი და ქართველი არტ-რედაქტორების რჩეული. პრიზი 850 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად. II ადგილის მფლობელი კადრი დაიბეჭდება ჟურნალში National Geographic საქართველო.
III - ადგილი გამოვლინდება ჟიურის მიერ ხალხის სიმპათიის გათვალისწინებით. პრიზი 550 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად.
პროექტი ხორციელდება: National Geographic საქართველოს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით.
დაინტერესებული პირები გთხოვთ გაეცნოთ კონკურსის წესებს