სათაური: ობობა
ხმები: 6
კატეგორია: ბუნება
ნახვები: 900
აღწერა: მიყვარს ბუნებაში ფეხით სიარული, ხეტიალი, და ფოტოების გადაღება. ფოტოგრაფია ჩემთვის ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მომენტის დაფიქსირება. როდესაც კამერა ხელში მიჭირავს, შემდეგ კი თვალთან მიმაქვს, ვგრძნობ მთელს სამყაროს ჩემს სულში, რომელსაც ჩემი კამერა ფოტოებად აქცევს-იღებს. მას მე მეგობრებს და ჩემს გარშემომყოფ სხვა ადამიანებს ვუზიარებ. ეს ფოტო გადავიღე შემოდგომაზე, ჩემს სოფელშ- ბზვანში. სისხამ დილით მინდორში ვხეტიალობდი, და ნამით დაფარულ უზარმაზარ ქსელში გახლართული, დიდი ყვითელი ობობა დავინახე.


