ქართული სამზარეულოს ფესვები
გიტაცებს საჭმელი და გაინტერესებს მისი წარმოშობის ისტორია? რომელი გემო გაგონებს შენს მშობლიურ მხარეს ან/და წინაპრებს? ან კი არსებობს, რაიმე კერძი, რომელიც შენთვის საქართველოსთან ასოცირდება?
ქართული სამზარეულოს უნიკალური კერძები ფესვებს ჩვენი ტრადიციებიდან, კულტურიდან და ისტორიიდან იღებს. ყველა კერძი იმ რეგიონის და ხალხის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც ის მიეკუთვნება და მისი დამზადების წესი თაობიდან თაობას გადაეცემა.
გემოს სხვადასხვა მოგონების გაცოცხლება შუძლია - ზოგს ბავშვობას ახსენებს, ზოგს საკუთარ სახლს, ზოგს ბუნებას და სამშობლოს.
ჩვენი სურვილია, გაგვიზიაროთ თქვენი თვალით დანახული ქართული კულინარიული ტრადიციები, რომლებიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს.
აიღე ფოტოაპარატი და გაგვიზიარე შენი კადრი, სადაც ასახული იქნება ის თუ როგორ იბადება ქართული გემო, ამ გემოს შემოქმედი ადამიანები, გარემო სადაც ეს გემო იქმნება და სადაც თქვენი „მშობლიური გემოს“ მოგონებები იძერწება.
გამოგვიგზავნე შენი კადრი და გახდი Yourshot საქართველოს სამეგობროს წევრი.
კონკურსის პირობები: მიმდინარე წლის 31 ივლისიდან - 1 ოქტომბრამდე თითოეულ მონაწილეს 3 ფოტოს ატვირთვის საშუალება მიეცემა.
ხალხის რჩეული გამოვლინდება 8 ოქტომბრის მონაცემებით.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 16 ოქტომბერს. ამავე დღეს მოეწყობა რჩეული ფოტოების გამოფენა.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული:
I - ადგილს გამოავლენს ჟური, რომელიც დაკომპლექტებულია National Geographic-ის სათაო ოფისისა და National Geographic საქართველოს წარმომადგენლებით. პრიზი 990 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად. I ადგილის მფლობელი კადრი დაიბეჭდება ჟურნალში National Geographic საქართველო.
II - ადგილი - ამერიკელი და ქართველი არტ-რედაქტორების რჩეული. პრიზი 850 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად. II ადგილის მფლობელი კადრი დაიბეჭდება ჟურნალში National Geographic საქართველო.
III - ადგილი გამოვლინდება ჟიურის მიერ ხალხის სიმპათიის გათვალისწინებით. პრიზი 550 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად.
პროექტი ხორციელდება: National Geographic საქართველოს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით.
დაინტერესებული პირები გთხოვთ გაეცნოთ კონკურსის წესებს