მშობლიური გემო

Previous photo
Contest is finished!
სათაური: პურის გემო
ავტორი: Nini Cankashvili
ხმები: 1

კატეგორია: საკვები
ნახვები: 1914
აღწერა: ბაბოს გამომცხვარ თონის შოთებს არაფერი შეედრებოდა. სამუშაოდან ყოველ საღამოს ახალი, თეთრი და ფუმფულა პური მოჰქონდა. თუ არ მუშაობდა, სახლში ააგიზგიზებდა თონეს და ერთ დიდ თასს გამოაცხობდა, მთელი კვირის სამყოფს. დედა თონეში რამდენიმე პურს ჩატოვებდა გასახმობად, მეორე დღეს გამხმარ პურზე ნიორს და ქონს გადაუსმევდა და მოგვცემდა საჭმელად. ვერც ნიორს ვიტანდი და ვერც ქონიან პურს. ერთი მეზობელი მყავდა, თუ რამეს მოამზადებდა ყველაფერში ნიორს უკეთებდა. ხინკალსაც კი ნივრით გამოტენიდა. (მე ნივრის ხინკალს ვეძახდი ცოტა ხორცით შეზავებულს). საბოლოოდ ამ ნიორს ვერსად გავექეცი. დღეს მეც თითქმის ყველა კერძში ვიყენებ მაგრამ არა იმ დოზით, როგორც ჩემი საყვარელი მეზობელი თინა ბებო...