მშობლიური გემო

Previous photoNext photo
Contest is finished!
სათაური: ცომში გახვეული სიყვარული
ავტორი: ქეთი სამსონაძე
ხმები: 15

კატეგორია: საკვები
ნახვები: 1550
აღწერა: დედაჩემს ყოველთვის ნამცხვრები და ღვეზელები გამოსდიოდა უკეთესად. ხაჭაპურისთვის საოცარად გემრიელი ყველის არჩევა იცოდა, ხოლო ცომი მის ხელში, კი არ იზილებოდა, თითქოს ქანდაკებას ძერწავსო, ისე იგრიხებოდა და ეძლეოდა ფორმა. დანამდვილებით არ ვიცი რატომ, მაგრამ ლობიანს მხოლოდ ბარბარობას ვაცხობდით. დედაჩემის ლობიანის საიდუმლო - შიგთავსი იყო. სხვებისგან განსხვავებით, მისი ლობიანის გული არ იფშვნებოდა, სირბილითა და მდიდარი გემოთი გამოირჩეოდა, არასდროს ტოვებდა სიმშრალის შეგრძნებას და უხვად იყო გახვეული ცომის თხელ ფენაში...