სათაური: ქართული თონის პური
ხმები: 3
კატეგორია: გამარჯვებულები
ნახვები: 3911
აღწერა: ვენერა ბებო ხონის ერთერთი ლამაზი სოფლიდან საფილიოდანაა. 8 ათეული წელი ამ მთიან სოფელში გაატარა მაგრამ ამჟამად ბარად მოუწია ჩამოსვლა. მარტო მთაში, სამედიცინო სერვისების გარეშე, ასაკის მატებასთან ერთად თანდათან გაუსაძლისი ხდება. იგი ბარად აგრძელებს იმ საქმიანობას რასაც მთაში ეწეოდა. ერთ-ერთი ქართული ტრადიციული საქმიანობაა თონის პურის გამოცხობა. იგი ამზადებს ცომს მომავალ დღემდე ოჯახისთვის სამყოფი პურისთვის. ცეცხლს ანთებს თონეში და თიხის კედლებს მაგრად ახურებს. როდესაც ცეცხლი ნაკვერჩხლებად იქცევა ცომს აკრავს და რამოდენიმე წუთში შოთის პურები მზადაა. ფოტოზე ასახულია თონიდან პურების ამოღება.