დაახლოებით 150 წლის წინ, როდესაც პლასტმასა გამოიგონეს, ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ წლების მერე ის უდიდეს ეკოლოგიურ პრობლემად იქცეოდა.
გასული წლის მაისში National Geographic-მა დაიწყო საერთაშორისო კაპანია "პლანეტა თუ პლასტმასა", რომელიც მიზნად ისახავს შეამციროს ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის მოხმარება, რომელიც საბოლოოდ ოკეანეში ხვდება. ჩვენი მიზანია გავავრცელოთ ინფორმაცია არსებული პრობლემის შესახებ და ჩავერთოთ მისი გადაჭრის გზების ძიებაში.
კამპანია "პლანეტა თუ პლასტმასა?" 20-ზე მეტ ქვეყანაში დაიწყო და მათ შორის არის საქართველოც. National Geogrpahic-ი ცვლილებას ყოვლეთვის საკუთარი თავიდან იწყებს - ჩვენი პირველი ნაბიჯი პოლიეთილენის შეფუთვაზე უარის თქმა და ქაღალდის შეფუთვაზე გადასვლა იყო. მოგვიანებით კი, ქართულმა გამოცემამ პარტნიორი ორგანიზაცია CENN-ის მხარდაჭერით შეძლო, სულაც გადამუშვებული ქაღალდის შეფუთვაზე გადასულიყო. პოლიეთილენის შეფუთვაზე უარის თქმით, National Geographic-მა მნიშნველოვნად შეამცირა პლასტმასის ყოვლეთვიური ნარჩენი და მაგალითად იქცა ისეთი გამოცემებისთვის, როგორებიცაა The New York Times-ი და Meredith-ი.
ჩვენი ფოტოკუნკურსიც ამ გლობალური კამპანიის ნაწილია და სულაც არ არის შემთხვევითი რომ მას 30 მარტს, დედამიწის საათზე ვაცხადებთ გახსნილად. გადაიღეთ ფოტოები, დაგვანახეთ პლასტმასით დაბინძურებული გარემო, შექმენით ფოტოკოლაჟები და სტუდიური ნამუშევრები სადაც პრობლემის თქვენეულ, სიღრმისეულ ხედვას წარმოგვიდგენთ, გაგვიზიარეთ კადრები და შეეცადეთ თქვენი წვლილი შეიტანოთ იმ გლობალური პრობლემის გადაჭრის საქმეში, რომლის წინაშეც ჩვენი დედამიწა დგას. აირჩიე პლანეტა, ერთად ყველაფერი გამოგვივა!
კონკურსის პირობები: მიმდინარე წლის 30 მარტიდან - 3 დეკემბრამდე თითოეულ მონაწილეს 3 ფოტოს ატვირთვის საშუალება მიეცემა.
ხალხის რჩეული გამოვლინდება 8 დეკემბრის მონაცემებით.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 12 დეკემბერს. ამავე დღეს მოეწყობა რჩეული ფოტოების გამოფენა.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 4 გამარჯვებული:
I - ადგილს გამოავლენს ჟური, რომელიც დაკომპლექტებულია National Geographic-ის სათაო ოფისისა და National Geographic საქართველოს წარმომადგენლებით. პრიზი 990 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად. კადრი დაიბეჭდება ჟურნალში National Geographic საქართველო.
II - ადგილი - ამერიკელი და ქართველი არტ-რედაქტორების რჩეული. პრიზი 800 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად. კადრი დაიბეჭდება ჟურნალში National Geographic საქართველო.
III - ადგილი - გარემოს დაცვითი ორგანიზაცია CENN-ის რჩეული. პრიზი 600 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად. კადრი დაიბეჭდება ჟურნალში National Geographic საქართველო.
IV - ადგილი - ხალხის რჩეული. პრიზი თემატური საჩუქრები პარტნიორი ორგანიზაციებისგან.
ფოტოკონკურსს მხარს უჭერს: USAID-ის პროგრამა "ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში", რომელსაც ახორციელებს CENN.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაეცნოთ კონკურსის წესებს