სათაური: „უნებლიე მკვლელობა“
ხმები: 5
კატეგორია: გამარჯვებულები
ნახვები: 807
აღწერა: 2018 წლის აგვისტოში ჯავახეთის ზეგანზე მობუდარი ფრინველების აღრიცხვისას კარწახის ტბაზე ვნახე ნაპირზე გამორიყული გადაშენების პირას მყოფი ქოჩორა ვარხვი (Pelecanus crispus). სავარაუდოდ, მისი დაღუპვის მიზეზი ნისკარტზე შემოხვეული პოლიეთილენის პარკი გახდა. სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევებით მსოფლიოში ყოველწლიურად ათასობით ფრინველი იღუპება. ნუ მოკლავ, დაიცავი!