გიტაცებს მოგზაურობა? გაინტერესებს საქართველოს ეთნოგრაფია და მრავალფეროვანი ცოცხალი კულტურა? როგორ გარემოს ამჯობინებ? ან რასთან ასოცირდება შენთვის ქვეყნის ტრადიციები?
სამცხე-ჯავახეთი საქართველოს უძველესი მხარის – დიდი მესხეთის ნაწილია. ის მრავალფეროვნებით გამორჩეული კუთხეა. მას საქართველოს პურის ბეღელსაც უწოდებდნენ – აქ წარმოებული ხორბლით, ხილით, სელის ზეთით მთელი ქვეყანა მარაგდებოდა. სამცხე-ჯავახეთს, როგორც საქართველოს უძველეს მხარეს, ქართული კულტურის აკვანსაც უწოდებენ – სოფლებში დღესაც შემონახულია ქართული ყოფის ამსახველი წეს-ჩვეულებები და ტრადიციები, მესხური სამზარეულოს მრავალფეროვანი კერძები და მათი მომზადების ტრადიციული წესები.
ჩვენი სურვილია, გაგვიზიაროთ თქვენი თვალით დანახული სამცხე-ჯავახეთი – ღირსშესანიშნაობები, ეთნოლოგიური მემკვიდრეობა, სოფლის მეურნეობა და კულინარიული ტრადიციები, რომლებიც უძველესი დროიდან იღებენ სათავეს.
აიღე ფოტოაპარატი და გაგვიზიარე შენი კადრი, სადაც ასახულია, თუ როგორ გამოიყენება სამცხე-ჯავახეთში ეთნოლოგიური მემკვიდრეობა, გარემო, სადაც შენარჩუნებულია სოფლის მეურნეობის უძველესი ტრადიციები, შემოქმედი ადამიანები, რომლებიც აფასებენ და იყენებენ მესხურ კულტურას და „მესხურ გემოებს“ ნამდვილ ზეიმად აქცევენ.
გამოგვიგზავნე შენი კადრი და გახდი Yourshot - საქართველოს სამეგობროს წევრი.
კონკურსის პირობები: მიმდინარე წლის 29 სექტემბრიდან - 17 ოქტომბრის ჩათვლით თითოეულ მონაწილეს 3 ფოტოს ატვირთვის საშუალება მიეცემა.
ხალხის რჩეული გამოვლინდება 20 ოქტომბრის მონაცემებით.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 23 ოქტომბერს.
ამავე დღეს მოეწყობა რჩეული ფოტოების გამოფენა ქალაქ ახალციხეში, რაბათის ტერიტორიაზე, სადაც გაიმართება „პურის ფესტივალი“. მისი ორგანიზატორები არიან ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ და სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO).
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული:
I - ადგილს გამოავლენს ჟური, რომელიც დაკომპლექტებულია National Geographic-ის სათაო ოფისისა და National Geographic Magazine - საქართველოს წარმომადგენლებით. პრიზი: 1000-ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად. I ადგილის მფლობელის კადრი დაიბეჭდება ჟურნალში National Geographic Magazine - საქართველო და გამარჯვებული რედაქციისგან საჩუქრად მიიღებს გასული ერთი წლის ნომრებს.
II - ადგილი - ამერიკელი და ქართველი არტრედაქტორების რჩეული. პრიზი: 800-ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად. II ადგილის მფლობელის კადრი დაიბეჭდება ჟურნალში National Geographic Magazine - საქართველო და გამარჯვებული რედაქციისგან საჩუქრად მიიღებს გასული ერთი წლის ნომრებს.
III - ადგილს გამოავლენს ჟიური ხალხის სიმპათიის გათვალისწინებით. პრიზი: 600-ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად. III ადგილის მფლობელი რედაქციისგან საჩუქრად მიიღებს გასული ერთი წლის ნომრებს.
სპეციალური პრიზები:
სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) თავის რჩეულს გადასცემს ორი ადამიანისთვის განკუთვნილ საგზურს ორდღიანი დასვენებისთვის სასტუმრო „ვარძია რეზორტში“.
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა” თავის რჩეულს დააჯილდოებს “ელკანას” ბიოპროდუქტების ჩანთითა და 2-დღიანი აგროტურით სამცხე-ჯავახეთში.
ფოტოკონკურსს ატარებს National Geographic Magazine - საქართველო, „ელკანა“ და სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანზიაცია (DMO); მას ფინანსურ მხარდაჭერას „ელკანას“ მიმდინარე პროგრამის ფარგლებში უწევენ გერმანული ორგანიზაცია – Brot fűr die Welt, საერთაშორისო პროექტი – COACH, ევროპის ფონდი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD).
YourShot - საქართველოს მუდმივი მხარდამჭერები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და კომპანია „სილქნეტი“.
დაინტერესებული პირები, გთხოვთ, გაეცნოთ კონკურსის წესებს.