სათაური: სახლთან ახლოს
ხმები: 2
ნახვები: 5188
აღწერა: ჯავახეთში, სოფელ ფარავანთან ჩამოგვსა ავტოსტოპზე გაჩერებულმა მანქანამ და ჯავახეტის კლიმატის მთელი სიმკაცრის ჩვენს კანზე გამოცდამაც არ დააყოვნა. ბევრ მთიან რეგიონში ვყოფილვარ საქართველოში და ასეთი უცნაურად ცივი სიცივე არსად მახსენდება. ძლიერი ქარი ქროდა და ტბაც არასტუმრათმოყვარე ჩანდა. გზასთან ახლოს, სანამ სხვა მანქანას ვუცდით, ადგილობრივი ქალი შევამჩნიე, რომელიც ცდილობდა შინაური ფრინველების ფეხებზე გამობმული თოკები ერთმანეთისგან გამოეცალკავებინა და ასე ცოტა მეტი ტვისუფლება მაინც მიეცა დაბმული ფრინვეებისთვის. ისეთი ქარი იყო, ისიც კი ვიფიქრე შეიძლება იმიტომ აბამს თოკებით ქვაზე ქარმა რო არ წაიღოსთქო და გადაღება დავიწყე. რა თქმა უნდა, ასე ბატებს უფრთიხლდებოდა, რო შვილებიანად სახლისგან შორს არ წასულიყვნენ.


