სათაური: ნახირი მრგვალ ტბასთან
ხმები: 2
ნახვები: 2039
აღწერა: უბრალოდ სახლში ბრუნდებოდნენ ნახირი და მწყემსები. გზად მრგვალ ტბასთან გამავალ ბილიკს გადიოდნენ. ამ ბილიკზე მრავალჯერ გაევლოთ და ეს მათთვის ჩვეულებრივი გზა იყო. ჩემთვის კი, ერთი ჩვეულებრივი მოგზაურისთვის, რომელიც სულ შემთხვევით აღმოჩნდა ამ მომენტში ამ ტბასთან, ეს ულამაზესი სანახაობა აღმოჩნდა.


