სათაური: გზა სახლისაკენ
ხმები: 2
ნახვები: 537
აღწერა: დუხობორი ქალები ბრუნდებიან სახში წინაპრების საფლავების მონახულების შემდეგ. ნინოწმინდის რაიონი სოფ. გორელოვკა, 2004 წელი. დუხობორები („სულისათვის მებრძოლნი“) — უკიდურესად პროტესტანტული სექტა, ჩამოყალიბდა 1750 წელს ვორონეჟის, ტამბოვის, ეკატერინოსლავის გუბერნიებში. დუხობორები საქართველოში 1840-იან წლებში დასახლდნენ. დასახლებისთანავე მათ ააშენეს ობოლთა სახლი, საქართველოში ჩამოსახლებულმა დუხობორებმა შექმნეს კომუნები, მისდევდნენ სოფლის მეურნეობას, მევახშეობას. აქ ისინი ცალკე ეთნოგრაფიულ ერთეულად ჩამოყალიბდნენ განსხვავებული წეს-ჩვეულებებითა და ყოფით. თანდათანობით კლასობრივი დიფერენციაციის გაღრმავებას სექტის დაშლა და XIX საუკუნის დასასრულს მისი ერთი ნაწილის (მეტწილად ღარიბთა) ემიგრაცია მოჰყვა. 1895 წელს 2000-მდე დუხაბორმა ძალადობის მიმართ პროტესტის ნიშნად იარაღი დაწვა. ხელისუფლებამ დუხაბორები ამ ფაქტის გამო დასაჯა — სოფელში კაზაკთა პოლკი მიავლინა. ყველა მამაკაცი გაშოლტეს, ნაწილი კი ციმბირში გადაასახლეს. ამჟამად დაახლოებით 20-50ოჯახი სოფელ გორელოვკაში ცხოვრობს, სადაც მათი ეთნოგრაფიული მუზეუმი მდებარეობს.


