სათაური: მდინარე ფარავანი
ხმები: 0
ნახვები: 803
აღწერა: ჯავახეთის მტკვარი — მდინარე საქართველოს სამხრეთ მთიანეთში, ნინოწმინდის, ახალქალაქისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში. იწყება ფარავნის ტბის სამხრეთ ნაპირიდან, ზღვის დონიდან 2073 მ-ზე, ერთვის მდინარე მტკვარს მარჯვნიდან, სოფელ ხერთვისთან. სიგრძე 74 კმ, აუზის ფართობი 2352 კმ². საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით. ფარავნის, საღამოსა და სხვა ტბების გავლენით მდინარე ფარავნის ჩამონადენი საკმაოდ რეგულირებულია. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმწირობა აგვისტოდან თებერვლის ბოლომდე.


