სათაური: მადათაფას ტბა
ხმები: 2
ნახვები: 791
აღწერა: ტბა საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2108 მ სიმაღლეზე. ფართობი 8,78 კმ², აუზის ფართობი 136 კმ², უდიდესი სიღრმე 1,7 მ. წლის თბილ პერიოდში ტბაზე დიდი რაოდენობით იყრის თავს წყალხმელეთა გადამფრენი ფრინველები. 2020 წლის 8 ივლისს საქართველოს წარდგინებით, ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ რამსარის კონვენციის სამდივნომ მადათაფის ტბა საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შეიტანა.


