სათაური: მოხუცი ხიზაბავრადან
ხმები: 80
ნახვები: 4441
აღწერა: ხიზაბავრაში კულინარიული ტურით მოვხვდი, სოფელი თოვლში ჩაძირულიყო. მოხუცს შემთხვევით შევეჩეხე, ბოსელს წმენდდა ცოცხით. წამშივე მომხიბლა ამ ცივ სითეთრეში თავისთვის მოფუსფუსე წელშიმოხრილმა, ჭრელთავშალიანმა ციცქნა ბებიამ, თავისი ნაჯაფი და კეთილი სახით. გადაღების ნებართვა ვთხოვე, ღიმილით დამთანხმდა.


