სამცხე-ჯავახეთი: გვაქვს უთვალავი ფერითა

Previous photoNext photo
Contest is finished!
სათაური: საროს მთავარანგელოზთა ეკლესია
ავტორი: Nino Zedginidze
ხმები: 1

ნახვები: 1879
აღწერა: ქართული მართლმადიდებლური ეკლესია სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში სოფელ საროში. საროს VII-VIII საუკუნეების მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია მოზრდილი ორნავიანი ტაძარია. სამხრეთის ნავის უფასადო კიდეში ტრაპეზის ქვა და ემბაზია შემონახული. ასეთი ეკლესია საქართველოში სულ რამდენიმეა. გადმოცემით, სოფელში ცხოვრობდა სამი ძმა, თავადიშვილები ყოფილან, აუშენებიათ ციხე და ეკლესია. რადგან თითოეულს ცალ-ცალკე მოძღვარი ჰყავდა, გაუკეთებიათ სამი ტრაპეზი, რომ ცალ-ცალკე შეესრულებინათ ღვთისმსახურება. ეკლესიის ეზო ერთი მხრიდან უზარმაზარი ფილებით იყო შემორაგვული, ერთ მათგანზე ჯვარი ყოფილა გამოსახული. 60-იან წლებში ფილები ტრაქტორით ამოყარეს და ჯვრიანი ქვაც მიწაში მოექცა. იმ დღიდან მოყოლებული, სეტყვა და დელგმა უნადგურებდა მოსახლეობას მოსავალს. ამ ჯვრის პირქვედამხობისათვის ისჯებოდა სოფელი. ბუნებრივი კატაკლიზმები მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, როცა ჯვრიანი ფილა კვლავ აღმართეს...