სამცხე-ჯავახეთი: გვაქვს უთვალავი ფერითა

Previous photoNext photo
Contest is finished!
სათაური: რაბათის ციხე
ავტორი: Nino Zedginidze
ხმები: 0

ნახვები: 2011
აღწერა: ისტორიული ციხე საქართველოში, ახალციხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ქალაქ ახალციხეში, მდინარე ფოცხოვისწყლის ნაპირზე, ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლეზე, რომელიც საუკუნეების წინ, ძველი სამცხის მთავარ ქალაქს და სამცხის ათაბაგთა რეზიდენციას წარმოადგენდა. ციხის ისტორია IX საუკუნიდან იწყება მისი თავდაპირველი სახელწოდება „ლომსია“ იყო, რომელიც XI საუკუნის ომების დროს დაინგრა. XII საუკუნის დასაწყისში, ქალაქის ხელახალი შენება დაიწყო ბაშქენ II ჯაყელმა, რომელიც დავით აღმაშენებელის დავალებით, თურქ-სელჯუკთა წინააღმდეგ, საფორტიფიკაციო თავდაცვით სისტემებს ქმნიდა და ქალაქების აღდგენას ეწეოდა. სწორედ ამ პერიოდში დაერქვა ამ ადგილს „ახალციხე“. XII–XIII საუკუნეებში ციხე ჯაყელების რეზიდენციად იქცა.