სათაური: მწყემსი ქალი ჯავახეთიდან
ხმები: 15
ნახვები: 2264
აღწერა: ეს მწყემსი ქალი მანქანის ფანჯრიდან გადავიღე, ფარავნის ტბისკენ მიმავალ გზაზე. ირგვლივ თვალუწვდენელი მწვანე მინდვრები იშლებოდა, ალაგ-ალაგ მიტოვებული, ნახევრად დანგრეული სახლები და წივის ღობეები მოჩანდა. ამ სიმწვანეში ძალიან მტვრიანი და დანგრეული გზა გაჭრილიყო, სადაც თავისთვის ყვითელ თავსაფარში მაინც ქალურობა შენარჩუნებული, კაცივით მშრომელი მწყემსი ქალი მიერეკებოდა თავის საქონელს.


