სათაური: სამცხე-ჯავახეთი: გვაქვს უთვალავი ფერითა
ხმები: 39
ნახვები: 5300
აღწერა: ძალიან დიდი ხანი მქონდა სურვილი მომენახულებინა სამცხე-ჯავახეთი, განსაკუთრებით ტბების ხილვის წყურვილი მკლავდა. ვინც კი ყოფილა ამ მხარეში, ისეთი აღტაცებით მიზიარებდა ემოციებსა თუ ფოტოებს, კიდევ უფრო მიჩენდა აქ წამოსვლის ჟინს და ინტერესს. მეუბნებოდნენ, "წელიწადის რა დროსაც არ უნდა მოხვდე სამცხე-ჯავახეთში, ემოციების ზღვა გელოდებაო". 2021 წლის 14 თებერვალს ერთდღიანი ტურით წამოვედი თბილისიდან მეგობრებთან ერთად სამცხე-ჯავახეთში და ვთვლი, რომ აქ ყოფნის ერთმა დღემ დაუვიწყარი მოგონებები შემატა ჩემი მოგონებების სკივრს. ოცნებები რომ აგისრულდეს, მიზნად უნდა აქციო და თუ მიზნის ასრულებას სიკეთე მოაქვს, აუცილებლად აგიხდებათ. მე პირადად ასე მაქვს დაცდილი. ჯავახეთის მონახულებაც მიზნადქცეული იმ ოცნებებიდან იყო, რომელიც ამისრულდა და ვიცი, რომ ამ დღეს ვერასოდეს ვერაფერი დამავიწყებს. მოვინახულე ის ადგილები, საიდანაც წმინდა ნინო შემოვიდა საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რას ნიშნავს ღვთის ძალა და მადლი...ტყეებში ქარიშხლის ბღავილს, გაუსაძლის კლიმატურ პირობებს შეჭიდებული უფლის სადიდებლად, რომ მოდიხარ უცხო მხარეში... ძალიან პატარას მასწავლეს ,,მოდიოდა ნინო მთებით,, აქაურობის ნახვით კი თავიდან აღმოვაჩინე ანა კალანდაძის ჩემთვის უსაყვარლესი ლექსი, სრულყოფილად პირველად გავიაზრე თითოეული სტროფი...დღეს მე სულ სხვანაირი საქართველო ვნახე, სულ სხვანაირად გამძლე და შეუპოვარი... არაერთი სოფელი მინახავს საქართველოში, მაგრამ სოფელმა ფოკამ სულ სხვა რეალობა დამანახა, აქ მდგარ სახლებს სახურავზე მოფენილი მიწის მსგავსად ატყვიათ მასში მცხოვრები ადამიანების შრომა და გამძლეობა... "სხვა საქართველო სად არი?!"


