სამცხე-ჯავახეთი: გვაქვს უთვალავი ფერითა

Previous photoNext photo
Contest is finished!
სათაური: ტაბაწყური
ავტორი: ფატი წერეთელი
ხმები: 0

ნახვები: 5222
აღწერა: ტაბაწყური ჯავახეთის ზეგანზე, სამსრის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ტაბაწყურის ტბის პირას სოფელი ტაბაწყურია, თანამედროვეობას მოწყვეტილი დასახლება, რომელიც ჩემთვის ძალიან განსხვავებული ყოველდღიურობით ცხოვრობს. ტბაში შეჭრილ ნახევარკუნძულზე გაშენებული სახლები, ტბა, ალპური ზონისთვის დამახასიათებელი ხედები და გარშემო მდებარე რამდენიმე კრატერი ტაბაწყურს ტურისტებისთვის მიმზიდველს ხდის. ტაბაწყურისკენ მიმავალი გზა საკმაოდ რთულია, ცხრაწყაროს უღელტეხილიდან ტაბაწყურისკენ რომ გადაუხვევთ, მესაქონლეების ბანაკებს შეხვდებით, საქონელი და ცხვარი კი ფერდობებზეა შეფენილი. ფოტო წარმოადგენს 4 კადრისგან შემდგარ პანორამას, კადრები გადაღებულია ერთდროულად, ერთი და იმავე ესქპოზიციით. კადრების პარამეტრები: ISO 100 50 mm f/5.0 1/1000