საქართველოს ველური ბუნება

საქართველოს ბუნება რომ განსაკუთრებულია ყველამ ვიცით. მისით აღფრთოვანებას ვერც ჩვენ ვმალავთ და ვერც ჩვენი ქვეყნის უცხოელი სტუმრები. ყოველთვის ამაყად აღვნიშნავთ, რომ ამ პატარა ქვეყანაში კლიმატური ზონების და შესაბამისად, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს საოცარი მრავალფეროვნებაა. თუმცა, სამწუხაროდ, "წითელ ნუსხაშიც" მრავლად ამოიკითხავთ საქართველოს ველური ბუნების წარმომადგენელთა მონაცემებს, რომელბიც გადაშენების საფრთხის წინაშე დგანან.

ჩვენი სურვილია ვიხილოთ თქვენი თვალით დანახული საქართველოს ველური ბუნება. აიღეთ ფოტოაპარატი და ეწვიეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, გასცდით დასახლებულ პუნქტებს და შეეცადეთ დაგვანახოთ ჩვენი ქვეყნის სილამაზე - თქვენ ამისთვისთვის წინ მთელი ზაფხული გაქვთ!

გამოგვიგზავნე შენი კადრი და გახდი Yourshot საქართველოს სამეგობროს წევრი.

კონკურსის პირობები: 6 ივნისიდან 8 სექტემბრამდე თითოეულ მონაწილეს 3 ფოტოს ატვირთვის საშუალება მიეცემა.

ხალხის რჩეული გამოვლინდება 15 სექტემბრის მონაცემებით.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 4 ოქტომბერს. ამავე დღეს მოეწყობა რჩეული ფოტოების გამოფენა.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული:

I - ადგილს გამოავლენს ჟური, რომელიც დაკომპლექტებულია National Geographic-ის სათაო ოფისისა და National Geographic საქართველოს წარმომადგენლებით. პრიზი 990 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად. I ადგილის მფლობელი კადრი დაიბეჭდება ჟურნალში National Geographic საქართველო.

II - ადგილი - ამერიკელი და ქართველი არტ-რედაქტორების რჩეული. პრიზი 890 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად. II ადგილის მფლობელი კადრი დაიბეჭდება ჟურნალში National Geographic საქართველო.

III - ადგილი გამოვლინდება ჟიურის მიერ ხალხის სიმპათიის გათვალისწინებით. პრიზი 700 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად.

პროექტი ხორციელდება: National Geographic საქართველოს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით.

დაინტერესებული პირები გთხოვთ გაეცნოთ კონკურსის წესებს