საქართველოს ველური ბუნება

Previous photoNext photo
Contest is finished!
სათაური: ფრთიანი დედაშვილობა
ავტორი: ასმათი გოგატიშვილი
ხმები: 2

კატეგორია: ბუნება
ნახვები: 657
აღწერა: დილით ფანჯრის გაღებისას უცებ რომ შეამჩნევ დედის მომლოდინე არსებებს 🙂 ეზოში ერთი დიდი ვაშლის ხე დგას. კარგა ხანია ხავსი მოეკიდა, წელში მოიხარა, მაგრამ ასაკის მიუხედავად მაინც ფეხზეა და წელსაც გაზაფხულზე კეკლუცი დედოფალივით თეთრი ყვავილებით შეიმოსა. მერამდენე წელია ვერ ველევი და რამდენჯერ მის მოსაჭრელად გამზადებული ნაჯახი ისევ უმოქმედოთ დავატოვებინე ოჯახის რამდენიმე წევრს. ახლა განსაკუთრებულად მახარებს, რომ შაშვებმა დაიდეს ბინა, სახლი ჩადგეს, დასახლდნენ , გამრავლდნენ. საოცარია რამაა ბუნება, არაჩვეულებრივი სანახავია ფრთიანი დედაშვილობა !