სათაური: წითელი იხვები ჯავახეთში
ხმები: 2
კატეგორია: ცხოველები
ნახვები: 1105
აღწერა: ამ ფოტოს გადაღებაში რუბი დამეხმარა, ჩემი ძაღლი. დილიდან წყალთან სამალავში ვიჯექი, ის კი მინდორში თაგვებზე ნადირობდა. იხვებს ვიღებდი, მაგრამ საინტერესო კომპოზიცია არ გამოდიოდა - თავი ყველას დაბლა ეჭირა. ამ დროს რუბი შემოძვრა სამალავში, მომინახულა და ისევ გარეთ გავიდა. პატარა ძაღლია და იხვების ასაფრთხობად არასაკმარისი, მაგრამ - ყურადღება მიიპყრო. ფრინველები ერთდროულად მას მიაშტერდნენ, მე კიდევ ფოტო გადავიღე.