კომფორტული დასვენების და გართობის მოყვარული ხარ?
National Geographic საქართველო და სილქ ჰოსფითალითი წარმოგიდგენთ ფოტოკონკურსს Your Shot საქართველოს თემით: შეიმეცნე საქართველო, დაისვენე და გაერთე კომფორტულად
შემოდგომა საუკეთესო დროა შთაბეჭდილებების და გამოცდილების გასაზიარებლად, ზაფხული კი საუკეთესო შესაძლებლობა დასვევნების, გართობისა და ახალი ადგილების აღმოჩენისთვის. ამჯერად YourShot საქართველო გთავაზობთ გადაიღოთ ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილი იქნება საქართველოს გამორჩეული ადგილები სტუმარ-მასპინძლობის სფეროდან. კონკურისის მიზანია, პოპულარიზაცია გაუწიოს ისეთ მიმზიდველ ადგილებს, რომლებშიც კერძო სექტორის ინვესტიიციების შედეგად გამორჩეული გარემოა შემნილი როგორც ტურისტებისთვის, ისე განტვირთვისა და კომფორტული დასვენების ყველა მოყვარულისთვის.
კონკურსში მიიღება მობილური ტელეფონით გადაღებული კადრებიც, მთავარია ისინი დასასვენებელ და გასართობ ადგილებს ასახავდეს, სადაც მაღალი დონის სერვისი და გამორჩეული ატმოსფერო დაგხვდებათ, ადგილს, სადაც კიდევ მოინდომებთ დაბრუნებას და სიამოვნებით ურჩევთ იქ წასვლას თქვენს მეგობრებს და ახლობლებს. ასეთი ადგილი შეიძლება იყოს სასტუმრო, რესტორანი, კაფე, პარკი თუ ზღვის სანაპირო.
გაგვიზიარეთ თქვენი კადრები და გახდით YourShot საქართველოს სამეგობროს წევრი.
კონკურსის პირობები:
- მიმდინარე წლის 10 აგვისტოდან 10 ნოემბრის ჩათვლით თითოეულ მონაწილეს 3 ფოტოს ატვირთვის საშუალება მიეცემა.
- ხალხის რჩეული გამოვლინდება 15 ნოემბრის მონაცემებით.
- გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 2 დეკემბერს.
ამავე დღეს მოეწყობა რჩეული ფოტოების გამოფენა.
- ატვირთული ფოტოები გამოქვეყნდება ყოველ ოთხშაბათს. თუ თქვენი ფოტო ატვირთვიდან პირველივე ოთხშაბათს არ გამოქვეყნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ვერ დააკმაყოფილა ფოტოკონკურს Yourshot - საქართველოს მოთხოვნები. გამოუქვეყნებელი კადრები წაიშლება გვერდიდან კონკურსის დასრულების შემდეგ.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება სამი გამარჯვებული:
I ადგილს გამოავლენს ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია National Geographic-ის სათაო ოფისისა და National Geographic საქართველოს გუნდის წევრებით.
პრიზი 1000 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად. I ადგილის მფლობელი კადრი დაიბეჭდება ჟურნალში National Geographic საქართველო (განთავსდება ვებგვერდზე და ჟურნალის სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე).
II ადგილი - ამერიკელი და ქართველი არტრედაქტორების რჩეული.
პრიზი 700 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად. II ადგილის მფლობელი კადრი დაიბეჭდება ჟურნალში National Geographic საქართველო (განთავსდება ვებგვერდზე და ჟურნალის სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე).
III ადგილს გამოავლენს ჟიური ხალხის სიმპათიის გათვალისწინებით.
პრიზი 500 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად (ჟურნალის სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე).
სპეციალურ პრიზს გადასცემს სილქ ჰოსფითალითის წარმომადგენელი იმ კადრების ავტორებს, რომელზეც ასახული იქნება სილქ ჰოსფითალითის ჯგუფში შემავალი დასასვენებელი და გასართობი ობიეტებიდან ერთ-ერთი.
სილქ ჰოსფითალითის სპეციალური პრიზი მოიცავს:
სარელაქსაციო მასაჟი "ენ სიმონინ სპა" - რადისონ ბლუ ივერია, თბილისი
ერთი ღამე - წინანდლის მამული, სასტუმრო რადისონ ქოლექშენი
ერთი ღამე - რადისონ ბლუ, ბათუმი
8 ვიზიტიანი აბონემენტი - სპორტული კომპლექსი ნეპტუნი
სილქ ჰოსფითალითის ჯგუფში შემავალი ობიექტები:
- სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია, თბილისი
- იტალიური რესტორანი ფილინი
- აზიური რესტორანი უმამი
- კაფე ივერია
- სასტუმრო რადისონ ბლუ, ბათუმი
- აზიური რესტორანი უმამი, ბათუმი
- რესტორანი მედეა,ბათუმი
- სასტუმრო რადისონ ქოლექშენ, წინანდალი
- რესტორანი ნათელა
- რესტორანი პრინც ალექსანდრე
- აზიური რესტორანი უმამი,წინანდალი
- სასტუმრო პარკ ჰოტელი
- რესტორანი პინო, წინანდალი
- წინანდლის ისტორიული ბაღი
- ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
- რესპუბლიკა ივენთ ჰოლი
- რესტორანი რესპუბლიკა
- რესტორანი რესპუბლიკა 24
- სპორტული კომპლექსი ნეპტუნი
- ივერია ბიჩი
ჟურნალ National Geographic საქართველოს და ფოტოკონკურს YourShot საქართველოს მხარდამჭერია კომპანია „სილქნეტი“.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გაეცნონ კონკურსის წესებს