სათაური: მთა – საზაფხულო იალაღები
ხმები: 9
კატეგორია: ბუნება
ნახვები: 492
აღწერა: ზღვის დონიდან 2 170 მეტრზე, ბეშუმთან ახლოს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის იალაღებია. აქ მოსახლეობა ზაფხულობით სამი თვით ადის. ხის სახლები მშვიდად დგანან და პატრონებს ელოდებიან... აქაურებს სტუმრები უყვართ: რძე, ყველი, ნადუღი, მოცვისა და ჟოლოს მურაბა და მცენარეული ჩაი – სტუმრებისთვის დაუყვედრებელია. ახლა, როცა ადამიანები თითქოს ჩამოვშორდით ბუნებას, ეს ადგილი ნამდვილი ბუნებრიობის წყაროა. მცენარეებთან, ფრინველებთან, ცხოველებთან, სუფთა ჰაერთან ყოფნისთვის შესანიშნავი გარემოა. აქ განსაკურთებული ცივი წყალია, ეს ყველაფერი კი, შესანიშნავი ზაფხულის გასატარებლად გარანტიაა მათთვის, ვისაც მთა და მასთან სიახლოვე უყვარს.


