შეიმეცნე საქართველო | დაისვენე და გაერთე კომფორტულად

Previous photoNext photo
Contest is finished!
სათაური: ტაბაწყურის გაზაფხული
ავტორი: Nika Paposhvili
ხმები: 5

კატეგორია: ბუნება
ნახვები: 668
აღწერა: ალბათ, ძალზე რთულია განვსაზღვროთ, თუ რას და სად წარმოადგენს განტვირთვისა და კომფორტული დასვენებისთვის შესანიშნავი ადგილი. ყოველი ადამიანის ხედვა ხომ უნიკალურია. ზოგისთვის ეს ძვირფასი სასტუმროა ზღვის პირას ან/და მთაში; ზოგისთვის პატარა პრიმიტიული ხის ქოხი, ტყით, მდინარით და მინდვრით გარემოცული. ზოგს ხმაურიან, მტვრიან ქალაქის ქუჩებში ხეტიალი უყვარს, ძველი და ახალი არქიტექტურის დათვალიერება, კაფე-რესტორნები, ღამის ცხოვრება. ზოგი უბრალოდ განტვირთვას და კომფორტს ველურ ბუნებაში ხეტიალში, ბუნების ხედებით/ხმებით ტკბობაში ჰპოვებს. ძნელია ვინმეს არჩევანი დაუწუნო. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენს სურვილზე არაა დამოკიდებული. რაც არ უნდა იყოს, ჩემს შემთხვევაში უპირატესობა ბუნების ხელთაა. აქ არსებულ სიმყუდროვეს და ბუნების მიერ შექმნილ "ცათამბრჯენებს" ვერაფერი შეცვლის.