სათაური: საბადურის ტყე
ხმები: 5
კატეგორია: ადგილები
ნახვები: 528
აღწერა: საბადურის ტყე მცხეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და შედის თბილისის ეროვნული პარკის შემადგენლობაში. თბილისის ეროვნული პარკი პირველი ეროვნული პარკია საქართველოში. იგი 1973 წელს შეიქმნა და კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთების საგურამო-იალნოს ქედებსა და მათ განშტოებათა ფერდებზე ზღ.დ-დან 600-1,700 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. საბადურის ტყეში მოწყობილია ტურისტული ინფრასტრუქტურა, საპიკნიკე, საკარვე და ცეცხლის დასანთები ადგილები. ასევე, განთავსებულია საინფორმაციო დაფები.


