სათაური: ღრუბლებთან ახლოს
ხმები: 1
კატეგორია: ამინდი
ნახვები: 302
აღწერა: გომის მთა წარმოადგენს საზაფხულო, მაღალმთიან კურორტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მისი სიმაღლე სხვადასხვა ადგილას ზღვის დონიდან 2100 მეტრიდან 2755 მეტრამდე მერყეობს. კურორტი გამორჩეულია სამკურნალო თვისებების მქონე ბუნებრივ-კლიმატური პირობებით, რასაც ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმა განაპირობებს. გომისმთა ცნობილია, როგორც ღრუბლებისა და ნისლების სამეფო, რაც გამოწვეულია აქაური სპეციფიკური ჰავით. დამსვენებლები და მოგზაურები კურორტს ხშირად სწორედ ამ მიზეზით სტუმრობენ. თუკი შემაღლებულ გორაზე ახვალთ, თქვენ წინ გადაიშლება მზით მოფენილი, უსასრულო მთათა წყებაში ჩაფენილი ნისლები.


