თოვლიანი საქართველო

22 მაისი მსოფლიო ბიომრავალფეროვნების დღეა, National Geographic საქართველო წელს ამ დღის აღნიშვნას სიმბოლურად ზამთრის ამსახველი ფოტოგამოფენით აპირებს. გამოფენაზე კი გვინდა თქვენი კადრები წარმოვადგინოთ.

ქალაქში მცხოვრებთ, უთოვლო, ცივი ამიდნების გამო ხშირად სამსახურიდან პირდაპირ სახლში წასვლა გვირჩევნია. შაბათ-კვირასაც შევიყუჟებით ხოლმე ჩვენს გარემოში და ცხელი ჩაით ხელში ტელევიზორს მოწყვეტა გვიჭირს... თუმცა, თუ კი მოვახერხეთ და ქალაქგარეთ გავედით, ზამთარი გვაოგნებს თავის სილამაზით და იქ სადაც თოვლია, თითქოს აღარც სიცივე გვაწუხებს...

აიღე ფოტოაპარატი და გადაიღე შენ გარშემო არსებული ზამთრის პეიზაჟები, მზეზე ბრჭყვიალა თოვლი, ცხოველები, ფრინველები, საქართველოში მდებარე სხვადასხვა ზამთრის კურორტები, ბუხრიდან ამომავალი კვამლი, თუ ბუხრის გარშემო შემომსხდარი ოჯახი - ყველაფერი რაზეც ფიქრობ, რომ ზამთარს ასახავს საქართველოში. გამოგვიგზავნე შენი კადრი და გახდი Yourshot საქართველოს სამეგობროს წევრი.

კონკურსის პირობები: 27 თებერვლიდან (თეთრი დათვის საერთაშორისო დღე) 20 აპრილამდე თითოეულ მონაწილეს 3 ფოტოს ატვირთვის საშუალება მიეცემა.

ხალხის რჩეული გამოვლინდება 20 აპრილის მონაცემებით.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 22 მაისს მსოფლიო ბიომრავალფეროვნების დღეს. ამავე დღეს მოეწყობა რჩეული ფოტოების გამოფენა.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული:

I - ადგილს გამოავლენს ჟური, რომელიც დაკომპლექტებულია National Geographic-ის სათაო ოფისისა და National Geographic საქართველოს წარმომადგენლებით. პრიზი 650 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად. I ადგილის მფლობელი კადრი დაიბეჭდება ჟურნალში National Geographic საქართველო.

II - ადგილი - ამერიკელი და ქართველი არტ-რედაქტორების რჩეული. პრიზი 600 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად. II ადგილის მფლობელი კადრი დაიბეჭდება ჟურნალში National Geographic საქართველო.

III - ადგილი გამოვლინდება ჟიურის მიერ ხალხის სიმპათიის გათვალისწინებით. პრიზი 500 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად.

პროექტი ხორციელდება: National Geographic საქართველოს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით.

დაინტერესებული პირები გთხოვთ გაეცნოთ კონკურსის წესებს