სათაური: საარაკო ტბა
ხმები: 2
კატეგორია: ლანდშაფტები
ნახვები: 679
აღწერა: საქართველოში მრავლადაა ადგილები, რომელთა სანახავადაც დაბრკოლებების გადალახვაა საჭირო. უნდა გადაიარო დაბურული ტყე, ულამაზესი ალპური მდელოები, აგვისტოში გზა გაიკვალო თოვლზე, აიარო ლოდებიანი აღმართი და დაინახო საბოლოო დანიშნულება – ტბა, სადაც კანტი-კუნტად თუ არის ხალხი ნამყოფი და რომელზეც ქისტები უცნაურ და ცოტა საშიშ ლეგენდებსაც კი ყვებიან. რომელსაც არც სახელი აქვს და თითოეული ადამიანი საკუთარი ინტერპრეტაციით სხვადასხვა რაიმეს უწოდებს. ჩემთვის საარაკო ტბაა (საქართველო, პანკისის ხეობა, 3052მ ზღვის დონიდან).


