სათაური: ვარსკვლავებიანი ღამე შაორის თავზე
ხმები: 2
კატეგორია: ბუნება
ნახვები: 1040
აღწერა: თებერვლის ბოლოს გავიგე კონკურსის შესახებ. იმწამსვე ამინდის პროგნოზი გადავამოწმე, უახლოეს დღეებში სადმე თოვლი თუ იყო მოსალოდნელი. 2-3 მარტს, რაჭაშიო - როგორც ერთმა მეტეო საიტმა მითხრა. შემდეგ უახლოესი უღრუბლო დღე მოვძებნე. 4 მარტსო - ისევ იმ საიტმა. ასეთი შანსის ხელიდან გაშვება არ ვიცი რისი ტოლფასი იქნებოდა. მოკლედ, 4 მარტს შაორის ტბაზე ვიყავი. გზას წმენდნენ, მაგრამ ტბის ირგვლივ თოვლი დიდი იყო, მშრალი, ფაფუკი. ზოგან წელამდეც აღწევდა, ვერ გაივლიდი. მზე კი ანათებდა, მაგრამ არ ათბობდა. რთული იყო თოვლის დიდი საფარის ქვეშ მიხვედრილიყავი, სად იწყებოდა გაყინული ტბა და სად მთავრდებოდა ხმელეთი. მთელი დღე ვიარე ლოკაციის შესარჩევად საუკეთესო კადრისთვის. ამასობაში დაღამდა, ტემპერატურა საგრძნობლად დაეცა. მივხვდი, თურმე მზე კარგადაც ათბობდა. ბოლოს ეს ადგილი ვარჩიე, ჰორიზონტზე რაჭის კავკასიონის ხედით.


