თოვლიანი საქართველო

Previous photoNext photo
Contest is finished!
სათაური: თელავის ცივი. კავკასიონზე ხედი.
ავტორი: ნინო არგუნაშვილი
ხმები: 0

კატეგორია: ბუნება
ნახვები: 1749
აღწერა: ასეთი თოვლი და კარგი ამინდი დამხვდა თელავის ცივზე. ფოტო გადავიღე 06.01.2019. ცივი — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, თელავისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს გომბორის ქედის შუა მონაკვეთზე, მდინარეების კისისხევისა და თურდოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადები) ზემოდინებათა წყალგამყოფზე. სიმაღლე 1991 მ. აგებულია მიო-პლიოცენური (ცივის წყება) ფხვიერი ნალექებით — კოგლომერატებით, ქვიშებითა და თიხებით. მისი ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი კალთები ციცაბოა, სამხრეთ-დასავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი — დამრეცი. ზედა ნაწილი შემოსილია სუბალპური ბალახეულით, ქვედა — ფოთლოვანი ტყით.