თოვლიანი საქართველო

Previous photoNext photo
Contest is finished!
სათაური: განთიადი
ავტორი: Saba Sakhvadze
ხმები: 1

კატეგორია: ლანდშაფტები
ნახვები: 2682
აღწერა: ფოტო გადაღებულია მწვერვალ შხარაზე. დილა საოცარია ამ მთებში, წითლად ეფინება არემარეს. ერთ კადრში შეგიძლია დაიჭირო სიდიადე, შეუპოვრობა და შიშისმომღვრელი სილამაზე, რომელიც ერთხელ მიგიზიდავს და მას მერე შინაგანად გრძნობ რომ მას ეკუთვნი, მისი ნაწილი ხარ. შხარა — ცხრათავიანი მწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონზე, ბეზენგის კედელზე. იგი წარმოადგენს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალს და მდებარეობს მის ცენტრალურ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 5201მეტრია. საბჭოთა ალპინისტები შხარაზე პირველად ავიდნენ 1933 წელს. შხარა საქართველოს უმაღლესი მწვერვალია.ალპინისტური თვალსაზრისით, შხარა ერთ-ერთი ურთულესია ევროპაში. მთავარ შხარაზე პირველი წარმატებული ასვლა განახორციელეს ინგლისელმა ალპინისტებმა — ჯონ კოკინმა, ულრიხ ალმერმა და კ. როთმა (1888 წლის სექტემბერი). 1940 წლის სექტემბერ-ოქტომბერში კავკასიონის მთავარი ქედის 20-მდე მწვერვალი, მათ შორის შხარა, დალაშქრეს ალიოშა და ალექსანდრა ჯაფარიძეებმა, გოჯი ზურებიანმა, გაბრიელ და ბექნუ ხერგიანებმა.