ტრანსფორმაცია

Yourshot საქართველო წარმოგიდგენთ “ფოტოსინთეზს” თემით „ტრანსფორმაცია“

სულ ცოტა ხნის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 2020 წელს დედამიწის დღის 50 წლის იუბილეს გლობალური პანდემიის და იზოლაციის პერიოდში აღვნიშნავდით. ახალმა კორონა ვირუსმა (COVID 19), რომელმაც მსოფლიო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სახლში გამოკეტა, ფუნდამენტურად შეცვალა ბევრი რამ და, მათ შორის, ადამიანების სამყაროსადმი დამოკიდებულება.

ჩვენ უცაბედად გამოგვიჩნდა დრო, რომ დავფიქრებულიყავით და ბევრი რამ გადაგვეფასებინა – თვალნათლივ დაგვენახა ის, თუ რამდენად სავალალო შეიძლება იყოს, ისევ ჩვენთვის, ადამიანებისთვის, ველურ ბუნებაში უხეშად ჩარევა და რამდენად შეუძლია ბუნებას, დაიბრუნოს თავისი სახე თუკი ჩვენ, ადამიანები, სულ ცოტა ხნით მაინც მივცემთ შვებას (ან - „ამოსუნთქვის საშუალებას“).

ამ იძულებითი დისტანცირებისას, როდესაც, ძირითადად, ფანჯრებიდან ვადევნებთ თვალს, თუ როგორ იკრეფს ძალას გაზაფხული, ჩვენ გვეძლევა შანსი, გავიაზროთ ის მჭიდრო კავშირი, რომელიც ბუნებასთან გვაქვს და გავიხსენოთ, რომ ჩვენც სწორედ მისი განუყოფელი ნაწილი ვართ – თითქოს ჩვენც გვეძლევა შანსი, განვიცადოთ ტრანსფორმაცია მასთან ერთად და გამოვიღვიძოთ.

National Geographic Magazine - საქართველოს და გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN-ის სურვილია, მოგცეთ საშუალება, რომ გაგვიზიაროთ თქვენი თვალით დანახული ბუნების ტრანსფორმაცია, თქვენი შინაგანი სამყაროს ტრანსფორმაცია და, ასევე, ადამიანისა (მათ შორის, თქვენი) და ბუნების კავშირი.

აიღეთ ფოტოაპარატი და შეეცადეთ, ასახოთ ცვლილებები, რომლებსაც უკანასკნელ ხანს ამჩნევთ – დადებითიც და უარყოფითიც, გვაჩვენეთ სამყაროს თქვენეული, ამჟამინდელი ხედვა, გაგვიზიარეთ თქვენი კადრები და გახდით Yourshot საქართველოს სამეგობროს წევრი.

კონკურსის პირობები: მიმდინარე წლის 8 მაისიდან - 30 ივნისის ჩათვლით თითოეულ მონაწილეს 3 ფოტოს ატვირთვის საშუალება მიეცემა.

ხალხის რჩეულს გამოვავლენთ 2020 წლის 15 ივლისის მონაცემებით.

რჩეული ფოტოების გამოფენისა და გამარჯვებულების გამოვლენის თარიღი დაზუსტდება მოგვიანებით, ქვეყანაში არსებული სიტუაციისა და რეგულაციების შესაბამისად.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება სამი გამარჯვებული:

ერთ გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია National Geographic-ის სათავო ოფისისა და National Geographic Magazine - საქართველოს წარმომადგენლებით.
პრიზი: 1,000-ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად. კადრი გამოქვეყნდება ჟურნალში National Geographic - საქართველო.

მეორე გამარჯვებულს - ახალგაზრდა მონაწილეებისგან გამოავლენს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის გუნდი. პრიზი: 800-ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად. კადრი გამოქვეყნდება ჟურნალში National Geographic - საქართველო.

მესამე გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია National Geographic-ის სათავო ოფისის, National Geographic Magazine - საქართველოსა და CENN-ის წარმომადგენლებით ხალხის სიმპათიის გათვალისწინებით. პრიზი: 600-ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად.

კონკურსი ტარდება National Geographic საქართველოს და CENN-ის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, ფოტოკონკურსის მხარდამჭერია ავსტრიის თანამშრომლობა განვითრებისთვის (ADC), საქართველოს ეროვნული მუზეუმი და კომპანია სილქნეტი.

დაინტერესებული პირები გთხოვთ გაეცნოთ კონკურსის წესებს