სათაური: სამყარო,პანდემიამ,ჩვენ...
ხმები: 2
კატეგორია: აბსტრაქცია
ნახვები: 452
აღწერა: ფოტო გადაღებულია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ.ნიგაზეულში (მაღალმთიანი აჭარა)
სამყარო მუდმივად იცვლება და ვითარდება. ადამიანისათვის ყველაზე ძვირფასი სიცოცხლეა...როცა ექიმები ცდილობდნენ და ცდილობენ ადამიანის სიცოცხლე იხსნან ამ საშინელი ვირუსისგან,პარალელურად სამყარო იბრძვის განვითარებისა და გადარჩენისათვის. შეიცვალა ყველა ადამიანის დღის წესრიგი და სივრცე. სკოლა გახდა არა კონკრეტული შენობა განათლების მიღებად,არამედ ნებისმიერი ადგილი სადაც ინტერნეტია და შეიძლება მიიღო დისტანციურად განათლება. ხატია 11კლასშია,ის ძალიან აქტიური გოგოა,ძალიან ბევრი პროექტის გამარჯვებულია და ბევრი ინიციატივის ავტორი.ის დღეს სკოლაში ვერ დადის პანდემიის გამო და ასე დისტანციურად ღებულობს განათლებას მშვენიერი პეიზაჟის ფონზე. პანდემიამ მოგვცა საშუალება ბევრ რამეზე დავფიქრებულიყავით, ბევრი შეგვეცვალა. განათლების მიღების პარალელურად ფოტოში ჩანს ქალი,რომელიც მუშაობს მშობლიურ მიწაზე.პანდემიამ სოფელი გააცოცხლა და წასულები დააბრუნა ფუძეზე. პანდემიამ დაგვაფიქრა და ბევრი აღმოჩენის საშუალება მოგვცა.მე ფოყოგრაფიამ გამიტაცა და ამ კონკურსში მონაწილეობის სურვილიც შედეგია ამის. როცა პანდემია დასრულდება სამყარო შეიცვლება,რადგან ადამინები მიხვდებიან ,რომ კიდევ მეტი სიყვარულია საჭირო ყველასა და ყველაფრის მიმართ ეს აკლია ჩვენ დედამიწას 🌍❤️