სათაური: სიფრთხილე და ცნობისმოყვარეობა
ხმები: 4
კატეგორია: გამარჯვებულები
ნახვები: 831
აღწერა: კორონა ვირუსის პანდემიამ თითქმის მთლიანი მსოფლიო შეაჩერა რამდენიმე თვით, რაც ჩვენი პლანეტის ზოგიერთმა ბინადარმა სასიკეთოდ გამოიყენა. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში აშენებული და პანდემიის გამო დროებით შეჩერებული ქარხნის მიდამოებში ჭოტების გადაღება დავასრულე. და სახლში ვბრუნდებოდი. მზე ჰორიზონტს მიღმა მიმალულიყო, როდესაც მთავარ სამანქანო გზასთან რაღაც ლანდები შევნიშნე. თითქოს პატარა ჭინკა დარბოდა წყვდიადში. მაშინათვე დურბინდით გავიხედე, ეს ბინდში მოხტუნავე არსება მელია აღმოჩნდა. რამდენიმე წამში უცბად მეორე "ჭინკა" გამოჩნდა, შემდეგ - მესამე. მაშინათვე მივხვდი, ახლოს სორო იქნებოდა და მყისიერ მოვცილდი იმ ადგილს, რათა არ შემეშინებინა. გაჩერებული ქარხნის გამო, სამანქანო გზას თითქმის არავინ იყენებდა, რითაც მელიებმაც ისარგებლეს და გზიდან დაახლოებით 20 მეტრში გაიკეთეს ბუნაგი. რამდენიმედღიანი დაკვირვებისა და მათი საქციელის შესწავლის შემდეგ სოროსთან უსაფრთხო მანძილზე მოვთავსდი. რვა საათი ხდებოდა, როცა ერთი ლეკვი გამოვიდა გარეთ, მიიხედ-მოიხედა, შემდეგ დანარჩენი ორიც გამოჰყვა. ჩემი მიმართულებით დაიძრნენ. თამაშ-თამაშში ისე მომიახლოვდნენ, ვერაფერი გაიგეს, სანამ გადაღების ხმამ არ მიიპყრო ყურადღება. მაშინვე გაჩერდნენ და დამიწყეს ყურება. მათ მზერაში კარგად იგრძნობა სიფრთხილეც და ცნობისმოყვარეობაც. ბოლოს მაინც სიფრთხილემ იმარჯვა და სოროს მიმართულებით გაიქცნენ. მეც მათ მივბაძე და შედეგით კმაყოფილი სახლისკენ გამოვეშურე.