ტრანსფორმაცია

Previous photoNext photo
Contest is finished!
სათაური: სიკვდილი უკვდავებისთვის
ავტორი: Mariam Demurashvili
ხმები: 0

კატეგორია: ბუნება
ნახვები: 881
აღწერა: ეს პეპელა ჩემმა დამ ეზოში იპოვა. არვიცით რა შეემთხვა, სულ დაფლეთილი იყო.. თავიდან ფრთის პატარა ნაწილი იპოვა, ცოტახანში თითქმის მთლიანად შემიგროვა (საგამოძიებო პრაქტიკებს ეზოში გადის). პირველი, რაც თავში აზრად მომივიდა ნოტების ფონზე სურათის გადაღება იყო. დედაჩემი მუსიკოსია, ფორტეპიანოსთან, როგორც წესი, სხვადასხვა ნაწარმოების ნოტების წიგნები დევს ხოლმე, დავიწყე არჩევა, ჩემმა დამ - ბოლოს რასაც ვუკრავდი, ეს აიღეო შემომთავაზა და ბეთჰოვენის მთვარის სონატა მომაწოდა. სიხარულით დავთანხმდი, უფრო მეტიც, გადაღებისას მუსიკალური ფონიც კი შემიქმნა ფორტეპიანოზე ნაწარმოების შესრულებით (თან ბუზღუნებდა, ერთადერთია, რომელიც ზეპირად არ ვიცი და ნოტებიც შენ გაქვსო;დ). საბოლოოდ კი მივიღეთ ის, რასაც ხედავთ, ნაკუწებად ქცეული პეპელა ხელოვნებად ვაქციეთ.. ფოტოში ასახულია ერთი უბრალო პეპლის ტრანსფორმაცია უკვდავების სამყაროში, რასაც ხელოვნება ჰქვია, ხოლო მეორე მხრივ, შინაგანი ტრანსფორმაცია განიცადა ფოტოს ავტორმა, კარანტინის პერიოდში ახალი გატაცების აღმოჩენითა და დახვეწით. ფოტო გადაღებულია კარანტინის პერიოდში, ე.წ. წითელ ზონაში - ბოლნისში. ფერთა კორექციისთვის გამოყენებულია ხელსაწყო Snapseed.