სათაური: საუკუნის დაბრუნება
ხმები: 0
კატეგორია: რჩეული ფოტოები
ნახვები: 505
აღწერა: ძალიან მომწონს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე ეს მწვერვალი. ხშირად შემომიყვანია კადრში ჩამავალ მზესთან ან რომელიმე საინტერესო ვარჯიან ხესთან ერთად. საოცარი ფოტოები გამოდის: ვერაფრით გაარჩევ აფრიკული პეიზაჟებისგან. რამდენჯერ მინატრია, აქაც მრავლად ყოფილიყვნენ ცხოველები, რომ ლანდშაფტი და ფოტოები გამოეცოცხლებინათ. ეს დღეც დადგა: წინა საუკუნეში გამქრალი ქურციკი აქაურობას უბრუნდება. ივრის ზეგანი დიდი ტრანსფორმაციის მოლოდინშია.