National Geographic Magazine - საქართველო და კომპანია „სილქნეტი“ წარმოგიდგენთ
Yourshot - საქართველოს თემით „მოძრაობა და მოგზაურობა − ყველაფერი კავშირშია“
22 მაისი მსოფლიო ბიომრავალფეროვნების დღეა, ამ დღის აღნიშვნას სიმბოლურად ვირტუალური ან რეალური ფოტოგამოფენით ვაპირებთ. გამოფენაზე კი გვინდა თქვენი კადრები წარმოვადგინოთ.
გასულმა წელმა დაგვანახა, რომ ერთმა პაწაწინა ვირუსმა ერთი ხელის მოსმით შეცვალა ჩვენთვის ჩვეული ცხოვრების წესი − უკვე წელიწადი ხდება რაც სევდიანად ვიხსენებთ მოგზაურობის, მეგობრებთან ერთად ხეტიალის, ხალხმრავალი თავყრილობების, საზღვარგარეთ თუ სამშობლოში სწავლის თუ სამსახურში თავისუფლად სიარულის დროს. ცვლილება, რომელთან შეგუებაც მოგვიწია მარტივი არ იყო, თუმცა, XXI საუკუნის ტექნოლოგიამ საშუალება მოგვცა მეტ-ნაკლებად შეგვემსუბუქებინა დისტანცირებითა და ჩაკეტილობით გამოწვეული სირთულეები. მათ შორის, საშუალება მოგვცა ვირტუალურად გვემოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და დაგვეგეგმა რეალური მოგზაურობები იმ დროისთვის, როდესაც ვირუსის დამარცხებას შევძლებთ.
ჩვენი ჟურნალის თებერვლის ნომერში ერიკ ვაინერი მოძრაობის ბუნებრივ მოთხოვნილებას ესეის უძღვნის: „ჩვენ ხეტიალისთვის ვართ დაბადებული?“ − როგორც ჩანს სწორედ ასეა: ჩვენთვის ასეთი უმოძრაობა არ არის ბუნებრივი. როგორც კრისტოფერ რაიანი „ცივილიზებულ სიკვდილში“ წერს: კაცობრიობა თავისი არსებობის მანძილზე ყველაზე მეტ ხანს „მომთაბარე მონადირე-შემგროვებელი იყო და 150 ან ნაკლები ადამიანისგან შემდგარ ჯგუფად გადაადგილდებოდა“. რობერტ ლუის სტივენსონი კი უფრო მოკლედ აყალიბებს: „სწორედ მოძრაობაა ადამიანის დიდი უნარი“.
National Geographic-ის მარტის ნომერში ჩვენ შემოგთავაზებთ მსოფლიოს საუკეთესო ადგილების ყოველწლიურ სიას, რომელშიც წელს 25 ლოკაცია მოხვდა. ავსტრალიასთან, დანიასთან, აშშ-სთან თუ საბერძნეთთან ერთად, ამ სიის ნაწილია სვანეთიც.
ფოტოკონკურსი „მოძრაობა და მოგზაურობა − ყველაფერი კავშირშია“ საშუალებას გაძლევთ გაგვიზიაროთ კადრი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ადგილების სიას გააგრძელებს. კადრი, რომელიც ასახავს მოგზაურობას, მოძრაობას და იმ კავშირს, რომელიც თქვენ კონრეტული ადგილის მიმართ გაგაჩნიათ.
არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, საკონკურსოდ მიიღება როგორც ახალი, ასევე უკანასკნელი 3 წლის მანძილზე გადაღებული კადრი.
ჩვენ არც ტექნიკურად გზღუდავთ − მობილური ტელეფონით გადაღებული კადრიც მისაღებია, მთავარია ის ასახავდეს მოგზაურობას, მოძრაობას და იმ კავშირს, რომელიც თქვენ კონკრეტული ადგილის მიმართ გაგაჩნიათ.
გამოგვიგზავნე შენი კადრი და გახდი Yourshot - საქართველოს სამეგობროს წევრი.
კონკურსის პირობები: 20 თებერვლიდან 10 მაისამდე თითოეულ მონაწილეს 3 ფოტოს ატვირთვის საშუალება მიეცემა.
ატვირთული ფოტოები გამოქვეყნდება ყოველ სამშაბათს (დაიწყება 2 მარტიდან). თუ თქვენი ფოტო ატვირთვიდან პირველივე სამშაბათს არ გამოქვეყნდა ეს იმას ნიშნავს, რომ მან ვერ დააკმაყოფილა ფოტოკონკურსი Yourshot - საქართველოს მოთხოვნები. გამოუქვეყნებელი კადრები წაიშლება გვერდიდან კონკურსის დასრულების შემდეგ.
მესამე ადგილის მფლობელი შეირჩევა 15 მაისის მონაცემებით.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან 22 მაისს.
ჟიურის მოწვეული წევრები: გურამ წიბახაშვილი - ფოტოგრაფი, ფერნანდო ხავიერ ურკიხო - ფოტოგრაფი, ნესტან ნიჟარაძე - თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის თანადამფუძნებელი და სამხატვრო დირექტორი.
ჟიურის მუდმივი წევრები: დერენ სმიტი - საერთაშორისო გამოცემების რედაქციის დირექტორი, National Geographic-ის სათაო ოფისი; რუსუდან ყიფიანი - არტ-რედაქტორი, National Geographic Magazine - საქართველო; ნათია ხულუზაური - მთავარი რედაქტორი, National Geographic Magazine - საქართველო; ანი ცაბაძე - გამომცემელი, დირექტორი, National Geographic Magazine - საქართველო.
I - პრიზი iPhone12 და ჟურნალის ექვსთვიანი გამოწერა. კადრი დაიბეჭდება ჟურნალში National Geographic Magazine - საქართველო.
II - პრიზი 1500 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად და ჟურნალის ექვსთვიანი გამოწერა. კადრი დაიბეჭდება ჟურნალში National Geographic Magazine - საქართველო.
III - ადგილი გამოვლინდება ჟიურის მიერ ხალხის სიმპათიის გათვალისწინებით. პრიზი 1000 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად და ჟურნალის ექვსთვიანი გამოწერა.
სამივე გამარჯვებული ფოტო გამოქვეყნდება National Geographic Magazine - საქართველოს ვებგვერდზე.
პროექტი ხორციელდება: კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით.
დაინტერესებული პირები გთხოვთ გაეცნოთ კონკურსის წესებს.