სათაური: twisting twins
ხმები: 65
კატეგორია: თავგადასავალი
ნახვები: 2870
აღწერა: ფოტო მოგვითხრობს 2020 წლის დასაწყისში ყატარში მოგზაურობის დორს გადამხდარ ამბავს, როცა ერთ მშვენიერ და მზიან დილას სრულიად მოულოდნელად უდაბნოს მხრიდან წამოსულმა ქარის შტორმა აკრიფა გზად შემხვედრი ქვიშის ნაწილაკები და ქალიქსკენ გამოილაშქრა. საინტერესო სანახავი იყო როგორ იძირებოდა უშველებელი შენობები და ცათამბრჯენები ქვიშის ტალღაში და ამას ორიოდე წამში ახერხებდა. სხვა ფიქრები არ მქონია, გარდა იმისა, თუ როგორი მადლიერი ვიყავი ამ მოგზაურობის დროს ერთადერთი ფირის კამერა რომელიც იქ გამაჩნდა, თან მქონდა. დაუფიქრებლად მოვიღერე და სანახაობის დაფიქსირებას შევუდგი, თუმცაღა აღტაცების ფიქრებში გართულმა ძლივს გავიაზრე, რომ ეს ძლიერი შტორმი ჩემსკენ მოიმართებოდა და თუ აქამდე ამ მოვლენას მე დავსდევდი ჩემი კამერის ობიექტივით, ახლა როლები გავცვალეთ და ის გადავიდა მადევარის ამპლუაში. არც ისეთი გასაკვირი იყო, მისი უფრო ჩქარი მოახლოება, ვიდრე მე წარმომედგინა, ამიტომ ადვილად დავჯერდი თმა-წვერის თეთრად შეფუთვას. ამ ძლიერი მოვლენის მოძრაობის შემდეგ დასრულდა თავგადასავალიც და გაჩერდა მსოფლიო. თუმცაღა მიხარია, რომ პანდემიამდე ბოლო მოგზაურობა სწორედ ასეთი გამოვიდა. ყოველთვის არ გიწევს ცოცხალ ბუნებას უყურო საკუთარი თვალებით, მოძრავს და შეუკავებელს. ხიბლიც სწორედ რომ ამაშია.


