მოძრაობა და მოგზაურობა − ყველაფერი კავშირშია

Previous photoNext photo
Contest is finished!
სათაური: რაიდო თურქეთში
ავტორი: გიგა ბერიაშვილი
ხმები: 7

კატეგორია: აბსტრაქცია
ნახვები: 737
აღწერა: 2019 წლის ნოემბერში ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მოძრაობა დავიწყე: ველოსიპედით შუა აღმოსავლეთში წავედი და 74 დღის განმავლობაში გავიარე 7856 კილომეტრი, გავიცანი ასამდე სუნიტი და შიიტი იმამი, ოცამე მუხთარლი, მეძინა მეჩეთებში, პოლიციის განყოფილებაში, ღია ცის ქვეშ, კარავში, ტყეში, მთებში, მინდორში, მდინარესთან, ტბასთან, თოვლში, წვიმასა და ქარში, გავიცანი ადამიანები, რომლებიც სამუდამოდ მემახსოვრებიან: ჯარისკაცები, რომლებიც სირიაში დაეშს ებრძოდნენ, დაღუპული სამხედროების მშობლები, და-ძმები, ცოლები და შვილები. ისტორიები უხვად მაქვს. 74 დღიანი მოგზაურობის შესახებ „რადიო თავისუფლებაზე“ ვწერდი. ეს ფოტო თურქეთშია გადაღებული, ქალაქ ბატმანისკენ მიმავალ გზაზე.