მოძრაობა და მოგზაურობა − ყველაფერი კავშირშია

Previous photoNext photo
Contest is finished!
სათაური: ირმის ნახტომი
ავტორი: ირაკლი აბულაძე
ხმები: 7

კატეგორია: ლანდშაფტები
ნახვები: 900
აღწერა: ფოტო გადაღებულია 2019 წლის ზაფხულში. ჟინვალის წყალსაცავის სანახვად ვიყავი წასული, მოვინახულე ანანური და მოპირდაპირე მხარეს შევამჩნიე ავენისის ეკლესია. დამაინტერესა და გადავწყვიტე მისი მონახულებაც. ამასობაში დაღამდა, მოვისურვე ჟინვალის წყალსაცავისთვის გადამეღო ფოტო და გამიჩნდა იდეა, რომ კადრში მომეხვედრებინა ირმის ნახტომიც (ჩვენი გალაქტიკა), შესაბამისად მომიწია პანორამის გადაღება, რათა ირმის ნახტომიც და წყალსაცავიც ჩამეტია კადრში, ასევე დავაფიქსირე ანანურისკენ მიმავალი გზა. კადრში კიდევ მოხვდა იუპიტერიც, რომელიც ფოტოს ცენტრიდან მარჯვნივ ჩანს თეთრად. პანორამის შეერთებისთვის გამოყენებულია ფოტოშოპი, რომელშიც შესწორებულია დინამიკური დიაპაზონი, ასევე მომატებული აქვს სიმკვეთრე და ფერების სატურაცია.