სათაური: საქართველოს ბუნების მადლი
ხმები: 1
კატეგორია: ბუნება
ნახვები: 964
აღწერა: *შენიშვნა: გამოვიყენე მცირეოდენი სინათლის გამკვეთრება, რათა სურათზე ასახული ბუნების ყველა საჭირო წვრილმანი გამოჩენილიყო და მათ მაგივრად, მხოლოდ ჩრდილი არ დაენახა მაყურებელს. სურათი გადაღებულია საქართველოში, სამეგრელოში, მარტვილის კანიონის ერთ-ერთ ულამაზეს მონაკვეთში. ბუნება იყო ულამაზესი, რამეთუ გზის ყოველ მონაკვეთში მინდოდა აღმებეჭდა გარემოს საოცარი სილამაზე, მშვენიერება. პირველად, ძალიან პატარა ასაკში ვიყავი ამ კუთხეში ნამყოფი, ამიტომაც ჩემმა გონებამ ეს მოგზაურობა აღიქვა, როგორც პირველი; და სამეგრელომ იმედებიც არ გამიცრუა - ულამაზესი ხედები და ულამაზესი ბუნება დამახვედრა. ჩემთვის, საქართველო და მისი კუთეები საოცრად განსხვავებული და მრავალფეროვანი თავგადასავლების წყაროებია; სწორედ ამიტომ, ჩემთვის სამეგრელო, მართლაც ასეთი ხასხასა მწვანე და წმინდა წყალივით მოლაჟვარდო-მოცისფრო ფერისაა.


