მოძრაობა და მოგზაურობა − ყველაფერი კავშირშია

Previous photoNext photo
Contest is finished!
სათაური: ღრუბლებს მიღმა . . .
ავტორი: Nika Paposhvili
ხმები: 1

კატეგორია: მოგზაურობა
ნახვები: 392
აღწერა: ლაგოდეხში, ჯიხვების გადასაღებად ჩასულს ამინდის შემხედვარე ხასიათი წამიხდა. ზანტად გადმოვედი მანქანიდან და უღიმღამოდ დავიწყე ბარგის გადმოლაგება. - უკან ხომ არ დავბრუნდეთ? შემდეგი დღეებიც რომ ასეთი იყოს ტყუილი ხეტიალი შეგვრჩება და მეტი არაფერი - ვეკითხები მეგობარს. - ერთხელ და ორჯელ გვიხეტიალია ტყუილად, თუ რა? წავიდეთ, ფოტოს თუ ვერ გადავიღებთ, მუხლს მაინც გავშლით. არ მოგბეზრდა ეს სახლში ყოფნა? - ღიმილით კითხვითვე მპასუხობს ნიკო. დანისლულ, ციცაბო ფერდს აღმა მივუყვებით. გონებაში მბორგავი აზრები და ზურგზე მოკიდებული მძიმე ჩანთა ერთნაირად მეწევა უკან, თუმცა მეგობრის ხათრით არ ვნებდები და ზანტი ნაბიჯით მივუყვები ნიკოს მიერ დატოვებულ კვალს. კვალს, რომელმაც მიმიყვანა დასკვნამდე რომ, ბუნებაში ყველაფერი კავშირშია. არასდროს, არაფერი არ უნდა შეაფასო „ცუდი“ მხრიდან, რადგან „ცუდი“ შესაძლოა გახდეს უკეთესის მიზეზი. მთავარია შეძლო დანახვა.