სათაური: მეტეო
ხმები: 1
კატეგორია: ადგილები
ნახვები: 614
აღწერა: ეს ადგილი ტურისტებისთვის, ალპინისტებისთვის და ადგილობრივი მოლაშქრეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია, მყინვარწვერზე წამსვლელებს სწორედ ძველი მეტეოსადგურის შიდა თუ გარე ( საკარვე ადგილი) სივრცე ეგულებათ მყუდრო ღამის გასათევად და მწვერვალზე გასვლამდე მოსასვენებელ და გასათბობ ადგილად. მეტეოსადგურის შენობა ჩვეულებრივ ყოველთვის ხალხით არის გადატენილი, აქ თავს ერთად იყრიან სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, რომლებსაც ძირითადად ერთი მიზანი მწვერვალზე ასვლა აერთიანებთ.როდესაც მეტეოს ზევიდან გადახედავ, მისი გარე სივრცე სხვადასხვა ფერის კარვებით არის მოფენილი, რომელიც შორიდან დაბნეულ M&M-ის კამფეტებსაც კი ჰგავს. თუმცა გასულ წელს ტურისტებისთვის საყვარელი "მეტეო" უჩვეულოდ ცარიელი დამხვდა, რადგან ერთმა პაწაწინა ვირუსმა ერთი ხელის მოსმით შეცვალა ჩვენთვის ჩვეული ცხოვრების წესი და აღარც უცხოელი ტურისტები ჩამოსულან და ადგილობრივი მოლაშქრეებიც ნაკლებად სტუმრობდნენ მას. ფოტო გადაღებულია 2020 წლის აგვისტოში. მთა ყაზბეგი, იგივე მყინვარი, ყოფილი მეტეოროლოგიური სადგურის შენობა, ზღვის დონიდან 3676 მეტრი.


